ვანესა უილიამსი მიუზიკლში „ეშმაკი ატარებს პრადას” მირანდა პრისტლის როლს შეასრულებს

მიუზიკლი „ეშმაკი ატარებს პრადას” მუსიკალურად ელტონის ჯონის მიერ შესრულდება.
ვანესა უილიამსი 2024 წლის 12 თებერვალი, ნიუ იორკის მოდის კვირეული. ფოტო: ჯეიმი მაკკარტი
ვანესა უილიამსი 2024 წლის 12 თებერვალი, ნიუ იორკის მოდის კვირეული. ფოტო: ჯეიმი მაკკარტი

19 თებერვალს West End-ის მიუზიკლ „ეშმაკი ატარებს პრადას” დადგმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ცნობილი მოდის ჟურნალ Runway-ის მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის როლს, ვანესა უილიამსი შეასრულებს.

ინსტაგრამზე გაზიარებულ ვიდეოში მომღერალი და მსახიობი ვანესა უილიამსი ნარინჯისფერი, ქუსლიანი ფეხსაცმელებით ოფისში შედის, ქურთუკს ისე აგდებს მაგიდაზე, როგორც ამას მირანდა პრისტლი აკეთებს, ჯდება სკამზე, ტრიალდება და მაყურებელს მიმართავს: „ნუ დაჯდები, წადი ბილეთები იყიდე ან რამე გააკეთე!”.

შოუ ამავე სახელწოდების ბესტსელერი რომანისა და 2006 წელს გადაღებული ფილმის შთაგონებით შეიქმნა, სადაც მირანდა პრისტლის როლს მერილ სტრიპი ასრულებს, მთავარ როლს კი ენ ჰეთეუეი.  წარმოდგენა ოქტომბერში ლონდონის თეატრ Dominio-ში გაიმართება. ორიგინალურ პარტიტურას ხუთგზის გრემის მფლობელი ელტონ ჯონი შეასრულებს, ტექსტის ავტორი შაინა ტაუბია,  ქორეოგრაფია კი “ტონის” ლაურეატ ჯერი მიტჩელს ეკუთვნის, რომელსაც Kinky Boots-ზე და Hairspray-ზე აქვს ნამუშევარი.

მერილ სტრიპის მიერ შექმნილი გმირის, მთავარი რედაქტორის, სახასიათო პორტრეტმა 2007 წელს მსახიობს საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ოსკარი მოუტანა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვანესა უილიამსი როლს საკუთარი გამოცდილებით მოირგებს. Მისი ჰიტი Save the Best for Last, 1992 წელს ბილბორდის 100 საუკეთესო სიმღერაში ხუთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. 2006 – 2010 წლებში ვანესა უილიამსმა ABC-ის სატელევიზიო სერიალში Ugly Betty მაღალი მოდის ჟურნალის MODE-ის ხელმძღვანელის როლი განასახიერა, რა დროსაც მსახიობმა “ემის” სამი ნომინაცია მიიღო. 

ნახეთ ვიდეო, სადაც ვანესა უილიამსი მირანდა პრისტლის როლს ასრულებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიბი კვაჭაძე ახალ კომპოზიციას აზიარებს

შემდეგი სტატია

1971 – გოგი ძოძუაშვილმა, პროექტით Post Industrial Boys, ავტობიოგრაფიული ალბომი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი