1971 – გოგი ძოძუაშვილმა, პროექტით Post Industrial Boys, ავტობიოგრაფიული ალბომი წარადგინა

„Post Industrial Boys თავიდანვე პერსონალური პროექტი იყო. ვაკეთებდი იმას, რაც მე მომწონდა და მინდოდა. ეს პროცესი თავისთავად უამრავ ექსპერიმენტსაც მოიცავდა.”
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გოგი ძოძუაშვილი ერთ-ერთია იმ ხელოვანებს შორის, რომლებიც საქართველოში ექსპერიმენტული მუსიკის შექმნის საწყისებთან დგანან. თავისი სოლო თუ კოლაბორაციული პროექტებით ის ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერია. გოგი ძოძუაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია Post Industrial Boys. 

ახლახან  Post Industrial Boys მსმენელის წინაშე უახლესი ალბომით წარდგა. 1971 – ასე ჰქვია ალბომს, რომელმაც, გოგი ძოძუაშვილის თქმით, ყველაზე პერსონალური ნამუშევრები გააერთიანა. 

Post Industrial Boys 2000-იანების დასაწყისში შეიქმნა და ქართულ მუსიკალურ სივრცეში სრულიად ახალი ჟღერადობით მალევე შეიძინა მსმენელი. 

გოგი ძოძუაშვილი:

„ირაკლი კაკაბაძეს ჰქონდა ასეთი ლექსი – Post Industrial Boys. თავდაპირველად ამავე სახელწოდების სინგლი გამოვეცი და შემდეგ უკვე ალბომი გამოვიდა. პროექტსაც Post Industrial Boys დაერქვა. ამ პროექტს არ ვაკეთებდი იმ იდეით, რომ ლოკალური აუდიტორია მომეცვა. კონკრეტულ აუდიტორიაზე არც გამითვლია, რაც შემოქმედებით პროცესში სრულიად მათავისუფლებდა. ეს თავიდანვე პერსონალური პროექტი იყო. ვაკეთებდი იმას, რაც მე მომწონდა და მინდოდა. ეს პროცესი თავისთავად უამრავ ექსპერიმენტსაც მოიცავდა. ის დღემდე თავისუფალია მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებისგან. როგორც ვხედავ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი მსმენელი ჰყავს, რაც, ცხადია, ძალიან მახარებს.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გოგი ძოძუაშვილის ინტერესი მუსიკისადმი ადრეული ასაკიდან დაიწყო. პირველი მუსიკალური სიყვარული The Beatles იყო. გიტარაზე დაკვრა და მუსიკის შექმნა ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო განათლება აქვს, მუსიკის სიყვარულმა ბევრი რამ გადაწონა და მისი კარიერა ხელოვნების ამ სფეროს თავისთავად დაუკავშირდა. 

გოგი ძოძუაშვილი:

„მუსიკამ ჩემი ყველა მიზანი ჩაყლაპა. ეს რაციონალური ახსნის მიღმაა – ვერ ვიტყვი, ასე რატომ მოხდა,” – ამბობს არტისტი მუსიკალური გზის არჩევის შესახებ საუბრისას. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გოგი ძოძუაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებულ მუსიკალურ პროექტებს შორის არის ჯგუფი Mother On Mondays, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. ჩვენი ქვეყნის მუსიკალური მემკვიდრეობის კონტექსტში ეს ის ბენდია, რომელმაც მსმენელს ახალი ენერგიის მატარებელი ჟღერადობა შესთავაზა. როგორც გოგი ძოძუაშვილი ამბობს, ბენდზე მუსიკალური გავლენა ჰქონდა ისეთ ჯგუფებს, როგორებიც არის Talking Heads, The Police,The Smiths. რაც შეეხება Post Industrial Boys-ს, რამდენადაც ის მეტად ექსპერიმენტულია, ჟანრობრივ ჩარჩოებში არ ჯდება და  ბევრ ელემენტს  მოიცავს, მათ შორის არის ელექტრონული პოპიც. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გოგი ძოძუაშვილი:

„Post Industrial Boys ჩვენს რეალობაში საინტერესო პერიოდში შეიქმნა. ამ დროს მუსიკალური სივრცე  აუთვისებელი იყო, შესაბამისად, არ არსებობდა ინდუსტრიისაგან თავსმოხვეული ტენდენციები და სრული შემოქმედებითი თავისუფლება იყო. შეგეძლო ნებისმიერი სახის ექსპერიმენტისათვის გაბედულად მიგემართა. ცხადია, გავლენები მქონდა, ოღონდ ეს მხოლოდ შემოქმედებითი გავლენები იყო და იმასაც თავად ვირჩევდი, საიდან რა ელემენტი ამეღო. მუსიკალური ინდუსტრიის ნაკარნახევი წესებისაგან თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში 90-იანი წლების მუსიკა საკმაოდ საინტერესო ფენომენად იქცა.”

გოგი ძოძუაშვილმა პროექტით  Post Industrial Boys, ამავე სახელწოდების პირველი ალბომი 2004 წელს გამოუშვა. მეორე ალბომი, სახელწოდებით Trauma, 2006 წელს გამოვიდა. აქედან ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2016 წელს პროექტმა კიდევ ერთი ალბომი, Unintended წარადგინა. 2023 წელს კომპილაცია, სახელწოდებით Permanent Vacation გამოიცა, რომელმაც სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები გააერთიანა. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

რაც შეეხება ახალ ალბომს, ის ერთგვარად ავტობიოგრაფიული ნამუშევარია და ავტორის ბავშვობის ეპიზოდებს ეხება. 

„1971 ჩემი დაბადების წელია. მასში შესული სიმღერები ჩემს ბავშვობაზეა და ნამუშევარს ავტობიოგრაფიული იერი დაჰკრავს. ამ სიმღერებზე 5-6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. საკმაოდ  დიდი ენერგია ჩავდე ამ ნამუშევარში.” 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც გოგი ძოძუაშვილი ახალ ალბომზე საუბრობს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ვანესა უილიამსი 2024 წლის 12 თებერვალი, ნიუ იორკის მოდის კვირეული. ფოტო: ჯეიმი მაკკარტი

ვანესა უილიამსი მიუზიკლში „ეშმაკი ატარებს პრადას” მირანდა პრისტლის როლს შეასრულებს

შემდეგი სტატია

Matthias Meyer

24 თებერვალს კლუბ Noble Savage-ში გერმანელი DJ და პროდიუსერი მატიას მეიერი წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი