ფარელმა ლუი ვიტონის ახალი კოლექციის შექმნა Tyler, the Creator-ს მიანდო

ფერადი კაფსულის კოლექცია 21 მარტს გამოვა.
Tyler, the Creator და ფარელ უილიამსი
Victor Boyko/GI For Kenzo

Tyler, the Creator ფარელის დიდი თაყვანისმცემელია იმისთვის, რისი მიღწევაც მან როგორც მუსიკის, ასევე მოდის სფეროში შეძლო. თავად ტაილერიც უკვე ათ წელზე მეტია, რაც ტანსაცმლის დიზაინს ქმნის საკუთარი ბრენდისთვის Golf Wang. თუმცა ფარელმა მას ცხოვრებისეული შესაძლებლობა მისცა. 

ფარელმა, რომელიც ლუი ვიტონის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორია, 2024 წლის გაზაფხულის კაფსულის კოლექციის შექმნა სწორედ მის Cash In, Cash Out-ის მეწყვილეს ანდო.

„წლებია, ტაილერი ჩემი ახლო მეგობარი და თანამშრომელია და ჩვენ ყოველთვის კავშირში ვართ როგორც მუსიკაში, ასევე დიზაინში,” – აღნიშნა ფარელმა გამოცემა GQ-სთან საუბრისას.  „ეს თანამშრომლობა უნიკალურია ლუი ვიტონისთვის, რადგან ეს არის LVERS-ის ფილოსოფიის ბუნებრივი განვრცობა. იმდენი ელემენტია კოლექციაში, რომელიც მხოლოდ ტაილერისთვისაა დამახასიათებელი. ძალიან შთამაგონებელია მისი ყურება და მასთან ერთად ამ კოლექციაზე მუშაობა.”

2024 წლის გაზაფხულის კოლექცია 21 მარტს გამოვა. კაფსულის კოლექცია მოიცავს ისეთ ტანსაცმელს, რომლებსაც თავად ტაილერი ატარებს, ეს იქნება ლურჯი V-ყელიანი ჟილეტი, პასტელური ფეხსაცმელი თუ ბერმუდა შორტები.

„ჩემი მთავარი მიზანი იყო, ისეთი ნივთები შემექმნა, რომლებსაც მე თვითონ სულ ჩავიცვამდი,” –  აღნიშნა ტაილერმა. „მე იმავეს ვიცვამ შეხვედრაზე, რასაც სცენაზე ან სუპერმარკეტში, ასე რომ ხელით დახატული მონოგრამები ჩემთვის საუკეთესო ბალანსი იყო.”

„ჭადრაკის დაფა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამაა, რაც ოდესმე შემიქმნია და ნამდვილად ჩემი ფავორიტია ამ კოლექციაში,”  – დაამატა მან. „გუნდი, რომელთანაც ვიმუშავე, არაჩვეულებრივია. ყველაფერი Big-ს ჰგავდა, ტომ ჰენკსის მონაწილეობით. ფარელი ყოველთვის მაძლევდა შესაძლებლობებს, მაგრამ ამის დაჯერება მაინც ჯერ კიდევ მიჭირს.”

ნახეთ ტაილერისა და ლუი ვიტონის კოლექციის ფოტოები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიემ გალაგერი და ნოელ გალაგერი ლონდონში. ფოტო: დეივ ჰოგანი

ლიემ გალაგერის თქმით მისმა ძმამ საიუბილეო ტურნეზე და საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხაზე უარი თქვა

შემდეგი სტატია

ლიონელ მესი საყვარელი სიმღერების სიას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი