SZA-ს ახალი სინგლი Saturn

სიმღერის დებიუტი Mastercard-ის რეკლამაში შედგა, რომელიც 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე გავიდა. მუსიკოსმა დაჯილდოებაზე სამი ჯილდო მიიღო.
SZA
SZA

22 თებერვალს SZA-ს ახალი სინგლი სახელწოდებით Saturn ამერიკული დამოუკიდებელი ხმის ჩამწერი ლეიბლის, Top Dawg Entertainment-ისა და RCA Records-ის მეშვეობით გამოიცა. Სიმღერის დებიუტი გრემის დაჯილდოებაზე, Mastercard-ის რეკლამაში შედგა, სამი კვირის შემდეგ კი სინგლად გამოვიდა. რეკლამა ბუნების დაცვასა და ტყის აღდგენას ეხება: „როდესაც ვიკრიბებით, ჩვენ ბუნების ძალა ვართ, ამიტომ მხარს ვუჭერ Mastercard-ის მისიას, მთელ მსოფლიოში აღადგინოს ტყეები, შემომიერთდით.” – ამბობს SZA რეკლამის დასასრულს.

Mastercard-ის რეკლამა 66-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოების დროს, 4 თებერვალს გავიდა, რა დროსაც SZA-მ სამი ჯილდო მიიღო: საუკეთესო R&B სიმღერისთვის (Snooze), საუკეთესო პროგრესული  R&B ალბომისთვის (SOS) და საუკეთესო პოპ დუეტისთვის ფიბი ბრიჯერსთან ერთად (Ghost in the Machine).

სიმღერა Saturn-ის სცენარი SZA-ს, კარტერ ლანგის, რობ ბაიზელის, Solomonophonic-ის (ჯარედ სოლომონი) და Monsune-ის მიერაა დაწერილი, სადაც მომღერალი  იმედგაცრუებულია იმით, რაც სამყაროში ხდება და ფიქრობს, უკეთესი ხომ არ იქნება, ცხოვრება პლანეტა სატურნზე დაიწყოს.  

მოისმინეთ SZA-ს სიმღერა Saturn:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SKAZZ-ISTERIKA

SKAZZ-ის ახალი სიმღერა SAD KHAR

შემდეგი სტატია

Love On – სელენა გომესმა ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი