LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო – ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი
LUA – ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

რამდენიმე დღის წინ ქართველმა მუსიკოსმა LUA-მ ახალი სიმღერა გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა Concentrate. სიმღერის ფროდაქშენი თავად LUA-ს გაკეთებულია, მხატვრული გაფორმება ზუკა სიმონიშვილს ეკუთვნის, მიქსინგი და მასტერინგი კი გიო ქორიძეს.

Concentrate-ის მელოდიური, რიტმული და ამავდროულად ლირიული მუსიკა ბევრ ინტერპრეტაციას იძლევა, თავად არტისტის მთავარი შთაგონება კი თავისივე ჯერ განუხორციელებელი ოცნებაა.

LUA ფოტო: ზუკა სიმონიშვილი

LUA:

„ამ სიმღერაზე თებერვალში ვიმუშავე. ჩაწერის პროცესი და ფროდაქშენი სახლის სტუდიაში მიმდინარეობდა და მალევე დავამთავრე, რასაც ალბათ თებერვლის ნისლიანმა ამინდებმა შეუწყო ხელი და ამან ძალიან ინსპირაციული გარემო შემიქმნა. სიმღერაში ძირითადად პირით ჩავწერე ბითები (პირველად ვქენი ასე). (პ.ს ისე თებერვალი მაგარი თვეა, სულ მაგარ ტრეკებს ვუშვებ ამ დროს, შარშან ამ დროს Aquarium გამოვუშვი). ორივე ფროდაქშენით  ვამაყობ. სინგლის „ართვორქი“ ჩემმა შეყვარებულმა გადამიღო ფირის კამერით, სახლთანვე ახლოს გავედით მინდორში ერთ-ერთ ნისლიან დღეს და, ეს კადრი რომ დავინახე მივხვდი, რომ ამ ტრეკს ყველაზე მეტად მოუხდებოდა.“

სიმღერის თიზერ ვიდეო LUA-მ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა. 

@luasongz New song OUT NOW. Link in Bio #newtrack #single #music #songwriter #teaser #Lua #concentrate #originalsong #newmusic #singersongwriter #musicdiscovery #upandcomingartist #nowplaying ♬ original sound – Luasongs

„ამ სიმღერას ალბათ ყველა სხვადასხვანაირად გაიგებს. ჩემი შთაგონება  ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო – ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით. სულ ვოცნებობ ამაზე, რაც თავი მახსოვს, და ჯერ ვერ მივაღწიე. სიმღერაც ამ განუხორციელებლობას აღწერს. იმედია ოდესმე ვიტყვი – I did it. 

მას შემდეგ, რაც ფროდაქშენს ჩემით ვაკეთებ, ნელ-ნელა ვხვდები, ვინ ვარ მუსიკაში და ძალიან მომწონს ეს ჟანრი.“

კონცენტრირდით და მოისმინეთ ნისლიან თებერვალში დაწერილი LUA-ს სიმღერა Concentrate

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გაიცანით Billboard Women In Music-ის დაჯილდოების Global Force კატეგორიის ნომინანტები

შემდეგი სტატია

ფინეასი და ბილი აილიში საუკეთესო ორიგინალური სიმღერის გამარჯვებულები გახსნენ სიმღერისთვის What Was I Made For, რომელიც ფილმ Barbie-ის საუნდტრეკია.

ნახეთ 2024 წლის ოსკარის გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye

 Anana Kaye-ს მუსიკალური გზა

„საქართველო თავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლის პროცესშია, რასაც გაფრთხილება სჭირდება. ასევეა მუსიკოსიც, რომელიც სულ პროცესშია. განვითარება ბრძოლის და წინსვლის გარეშე არ მოდის.“
მეტი

ლედი გაგას თქმით, ახალი ალბომი მის ცხოვრებაში მიღებული ცუდი გადაწყვეტილებების ერთგვარი გახსენებაა

გაგამ ასევე დაადასტურა, რომ ახალ ალბომში შევა ბრუნო მარსთან ერთად გამოშვებული სიმღერა, Die With a Smile.
მეტი

TKT.GE & TBC: „ყველა ბილეთი გაყიდულია თეატრებში, კონსერვატორიასა და ოპერაში”

„ჩვენი გუნდი დააიდენტიფიცირებს 1 იანვრამდე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა და ჩარიცხავს დარბაზის სრულ ღირებულებას მსახიობების და მუსიკოსების მხარდასაჭერად,” - ვკითხულობთ განცხადებაში.
მეტი

კლუბი Mtkvarze განცხადებას ავრცელებს

„სამი კვირაა, რაც კლუბები და ელექტრონული მუსიკის სცენა გაფიცულია. ასობით ადამიანისთვის ეს სფერო არა მხოლოდ შემოსავლის ერთადერთი წყაროა, არამედ თავისუფლებისა და თვითგამოხატვის პლატფორმაც.”
მეტი