ცნობილი იტალიელი პიანისტი მაურიციო პოლინი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

გრემის მფლობელი მუსიკოსი კონცერტებს „ლა სკალაში“ მართავდა.
მაურიციო პოლინი, 2017 წლის 9 იანვარი, ბოლონიის თეატრში. ფოტო: რობერტო სერა
მაურიციო პოლინი, 2017 წლის 9 იანვარი, ბოლონიის თეატრში. ფოტო: რობერტო სერა

გრემის მფლობელი იტალიელი პიანისტი მაურიციო პოლინი 23 მარტს გარდაიცვალა, ამის შესახებ მილანის ლეგენდარული საოპერო თეატრის, „ლა სკალას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

მაურიციო პოლინის შემოქმედებითი კარიერა 60 წელზე მეტს ითვლის, რის განმავლობაშიც მისი რეპერტუარი სტანდარტული კლასიკური მუსიკის მიღმაც ვითარდებოდა.

იგი უკრავდა მეოცე საუკუნის ისეთ შედევრებს, როგორიც არის იგორ სტრავინსკის, არნოლდ შენბეგის, ანტონ ვებერის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის, პიერ ბულესა და ლუიჯი ნონოს ნაწარმოებები.

„ლა სკალას“ განცხადებაში პიანისტი მოხსენიებულია, როგორც „ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი, რომელმაც თეატრის მხატვრულ ცხოვრებაში ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა“.

მაურიციო პოლინი უნიკალური ინტელექტის მქონე პიანისტად ითვლებოდა, რომელსაც შეუდარებელი ტექნიკა და ინტერპრეტაციის საოცარი უნარი ახასიათებდა. იგი ხელოვანთა ოჯახში, მილანში, 1942 წლის 5 იანვარს დაიბადა. მამა, ჯინო პოლინი მევიოლინე იყო, დედა, რენატა მელოტი, ფორტეპიანოზე უკრავდა და მღეროდა.

„მე გავიზარდე სახლში, სადაც ხელოვნება და ხელოვანები ცხოვრობდნენ.“- ამბობდა პიანისტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მაურიციო პოლინიმ კონცერტების გამართვა ადრეულ ასაკში დაიწყო, 14 წლის ასაკში შოპენის ეტიუდები შეასრულა და 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი გამარჯვებული გახდა შოპენის საერთაშორისო კონკურსზე.

ჟიურის ხელმძღვანელმა არტურ რუბინშტეინმა მაშინ აღნიშნა: „ყველაზე ახალგაზრდა პიანისტი ბევრად უკეთესად უკრავს, ვიდრე ნებისმიერი რომელიმე ჩვენგანი.“

მიუხედავად  მისი პირველი საერთაშორისო აღიარებისა, პოლინიმ დროებით კარიერა შეაჩერა და სწავლა განაგრძო.

„სწავლა მინდოდა, მსურდა ბეთჰოვენის, შუბერტის, ბრამსის რეპერტუარი უკეთ გამეცნო და მათი  მუსიკა დამეკრა. “ – ამბობდა მაურიციო პოლინი. 

1960 წელს პოლინი იმპროვიზებულ კონცერტებში მონაწილეობდა, რომელსაც მისი დიდი ხნის მეგობარი კლაუდიო აბადო დირიჟორობდა.

თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის ასევე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან რიკარდო მუტისი, დანიელ ბარენბოიმი და რიკარდო ჩაილისი.

მაურიციო პოლინის ალბომებს საერთაშორისო ჯილდოები აქვს მიღებული, მათ შორის 2007 წელს გრემი, საუკეთესო ინსტრუმენტული სოლო შესრულებისთვის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თეონა ცირამუა - გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი

აფხაზური სიმღერა „შიშ-ნანი“ – თეონა ცირამუა

შემდეგი სტატია

რიანა ახალი მოკლე ვარცხნილობით გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი