„გუგლმა” თავისი ახალი ეპოქა ჯეი-ზის სიმღერის თანხლებით წარადგინა

საძიებო სისტემის გიგანტმა Gemini Era-ს დასაწყისი გამოაცხადა.
Googleplex
Alex Tai/SOPA Images/LightRocket via GI

15 მაისს „გუგლმა” ტრადიციული ყოველწლიური კონფერენცია გამართა. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების დიდი ჯგუფი წარადგინა, რომლებიც, როგორც „გუგლი” მიიჩნევს, სრულიად შეცვლის კომპანიის იმ სახეს, რომელსაც დღეს ვიცნობთ. 

„გუგლის” ბლოგზე მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა სანდარ პიჩაიმ ახსნა, თუ როგორ გახდა 2023 წლის Gemini AI საძიებო სისტემის გიგანტის ახალი ეპოქის დასაწყისი. „ერთი წლის წინ ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი გეგმები Gemini-სთან დაკავშირებით. ეს უდიდესი ნაბიჯია იმისთვის, რომ ნებისმიერი „ინფუთი” ნებისმიერ „აუთფუთად” ვაქციოთ. ეს არის I/O (input/output) ახალი თაობისთვის.” 

ახალი თაობის ეპოქის წარსადგენად „გუგლმა” სარეკლამო რგოლი შექმნა, რომელშიც ჯეი-ზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა – 2003 წლის Public Service Announcement (Interlude) გამოიყენა მუსიკოსის მერვე სტუდიური ალბომიდან The Black Album. Სარეკლამო რგოლს  Welcome to the Gemini Era ჰქვია და მისი პრემიერა „იუთუბზე” შედგა. კლიპში წარმოდგენილია ყველა ის ახალი პროდუქტი და ფუნქციონალი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს შესთავაზებს. 

Gemini-ს შესაძლებლობების გარდა, ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო Veo-ს, „გუგლის” DeepMind-ის გენერაციული ვიდეომოდელის წარდგენაც. „გუგლის” DeepMind-ის კვლევის სპეციალისტის თქმით, Veo გაწვრთნილია, რომ მიწოდებული ტექსტი ვიდეოდ გარდაქმნას. 

ნახეთ სრული პრეზენტაცია

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

შემდეგი სტატია

ბილი აილიშმა ახალი ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი