მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
ფოტო: NurPhoto/Contributor/Getty Images

მუსიკალური გამომცემლების ეროვნულმა ასოციაციამ (NMPA) კომპანია Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა. ასოციაცია კომპანიისგან ითხოვს, პლატფორმიდან აიღოს მუსიკალური ვიდეოები, ტექსტები და პოდკასტების მასალა, რომლის გამოყენებაზეც ის შესაბამის ლიცენზიას არ ფლობს. როგორც წერილშია მითითებული, თუ Spotify გააგრძელებს ამ მასალის გამოყენებას, მას საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხისგება მოუწევს.

წერილი Spotify-მ მას შემდეგ მიიღო, რაც Billboard-მა ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. ჟურნალი იუწყებოდა, რომ მუსიკალური გამომცემლები და ავტორები შეერთებული შტატების მასშტაბით შემდეგ წელს სტრიმინგ სერვისისგან საავტორო უფლებების ჰონორარის სახით 150 მილიონით ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მიზეზი ის არის, რომ Spotify-ს სააბონენტო ტარიფებს ახალი პაკეტების გამო გარკვეული ცვლილებები შეეხო.

როგორც მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაციის წერილიდან ირკვევა, ასოციაცია კომპანიასთან დაპირისპირებას რამდენიმე ფრონტზე გეგმავს. წერილში ხაზგასმულია, რომ Spotify თავის მომხმარებლებს ზემოხსენებულ არალიცენზირებულ მასალას სთავაზობს და ამით მოგებას იღებს, რაც მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძიმებს.

წერილში ასოციაცია კონკრეტულ ნამუშევარს არ ასახელებს. თუკი საქმე იქამდე მივა, რომ ის სამართლებრივ დავაში გადაიზრდება, მაშინ NMPA ვალდებული იქნება, მასალის სია და დეტალები წარმოადგინოს.

NMPA-ს ასევე მაგალითად მოჰყავს Wall Street Journal-ის სტატია, რომელშიც ნახსენებია, რომ Spotify ახალი ფუნქციაზე მუშაობს. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სასურველი მუსიკალური ნამუშევრები ააჩქარონ, ტრეკები შეაერთონ და ფლეილისტები სხვადასხვა ტექნიკური ჩარევით შეადგინონ. ასოციაცია მიუთითებს, რომ ამ სერვისის გააქტიურების შემთხვევაში, Spotify-ს საავტორო უფლებების მფლობელთაგან დამატებითი ნებართვა და ლიცენზია სჭირდება.

Spotify-ს და NMPA-ს ურთიერთობას წლების განმავლობაში გარკვეული კონფლიქტები ახლდა, თუმც 2022 წლიდან მათ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს და თანამშრომლობის პირობები ერთი შეხედვით გაუმჯობესდა. თუმცა, უკანასკნელი მოვლენებმა ასოციაციის და კომპანიის დაპირისპირების და შემდგომი სამართლებრივი დავის მოლოდინი გააჩინა.

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაციის (NMPA) წერილს საბოლოოდ Spotify-ს წარმომადგენელიც გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, წერილი პრესისთვის განკუთვნილი მახეა და ის უამრავ ცრუ ინფორმაციას შეიცავს. Spotify-ს მტკიცებით, წერილი ემსახურება საავტორო უფლებების საბჭოს მიერ დამტკიცებული შეთანხმებისათვის ზიანის მიყენებას. ეს დოკუმენტი Phono IV-ის სახელით არის ცნობილი და 2022 წლით თარიღდება. ის მუსიკოსებისა და კომპოზიტორების საავტორო უფლებებით მიღებული ჰონორარის წილს განსაზღვრავს.

Spotify-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამ შეთანხმების პირობებს თავის დროზე მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაციაც იზიარებდა. „ავტორებს 2023 წელს რეკორდული ჰონორარი გადავუხადეთ და ვადგავართ იმ გზას, რომ 2024 წელს ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს. Spotify ლიცენზირებული მასალის პლატფორმაა,”- ნათქვამია სტრიმინგ სერვისის წერილში.

როგორც Spotify-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, არსებობს გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც საავტორო უფლებების მფლობელებს შეუძლიათ, კომპანიას მიმართონ და საკუთარი უფლებები დაიცვან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

TBILISI NEWCOMERS 2024

შემდეგი სტატია

„გუგლმა” თავისი ახალი ეპოქა ჯეი-ზის სიმღერის თანხლებით წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეილა კობო და ჯეისონ ლიპშუცი „ბილბორდის” სარედაქციო გუნდს უხელმძღვანელებენ

2026 წლის 20 იანვარი, ნიუ-იორკი – „ბილბორდი” სიამაყით აცხადებს ორი გამოცდილი ხელმძღვანელის დაწინაურებას, რომლებიც სარედაქციო გუნდს ჩაუდგებიან სათავეში.…
მეტი

ფარელ უილიამსმა პარიზის მოდის კვირეულზე Pusha T-ის, A$AP Rocky-ს და სხვა არტისტების აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები წარადგინა

Louis Vuitton-ის კრეატიულმა დირექტორმა ფარელ უილიამსმა 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა.
მეტი

მერი ჯეი ბლაიჯის თქმით, მისი და Jay-Z-ის ერთობლივი ნამუშევარი წარსულში მათი ნების საწინააღმდეგოდ გავრცელდა

ბლაიჯი არ გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ ეს კოლაბორაცია მაინც გამოქვეყნდეს.
მეტი
Doechii - Billboard-ის Greatest Pop Stars-სთვის

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – Doechii

წლის საუკეთესო ვარსკვლავის ტიტულისთვის შერჩეული კანდიდატი 2025 წელს გახდა ცნობილი, Doechii ამ წელს სრული მასშტაბით გამოჩნდა სცენაზე და მთელი პოპსამყაროს ყურადღება მიიპყრო.
მეტი

ჰარის ჰაუსიდან ჰარის დისკომდე: ჰარი სტაილსი ახალი სიმღერითა და ალბომით ბრუნდება

Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი განიხილავენ, თუ რას უნდა ველოდოთ სტაილსის მეოთხე ალბომისგან Kiss All the Time. Disco, Occasionally.
მეტი