კევინ კოსტნერმა უიტნი ჰიუსტონზე ისაუბრა და მომღერალ Jewel-თან მის რომანზე გავრცელებულ ჭორებსაც გამოეხმაურა

„ის განსაკუთრებულია და არ მინდა, რომ ამ ჭორებმა ჩვენი მეგობრობა გააფუჭოს,” – ამბობს კოსტნერი Jewel-ზე.
კევინ კოსტნერი
Daniel Knighton/Getty Images

კევინ კოსტნერი მისა და მომღერალ Jewel-ის რომანზე არსებულ ჭორებს გამოეხმაურა. ჰოვარდ სტერნის შოუში მსახიობმა მისი ახალი ფილმის, Horizon: An American Saga-ს შესახებ ისაუბრა და გავრცელებულ ჭორებზე დუმილიც დაარღვია.

„Jewel და მე მეგობრები ვართ. ჩვენ არასდროს გვქონია სხვა ტიპის ურთიერთობა. ის განსაკუთრებულია და არ მინდა, რომ ამ ჭორებმა ჩვენი მეგობრობა გააფუჭოს,”  – თქვა კოსტნერმა. 

69 წლის მსახიობი და 50 წლის მომღერალი ერთმანეთს რიჩარდ ბრენსონის კერძო წვეულებაზე შეხვდნენ. „თვითმფრინავში ცხრა ადამიანთან ერთად ვიყავი და მათ შორის ერთ-ერთი Jewel იყო. მასთან არაჩვეულებრივი საუბარი მქონდა.”

ამის Შემდეგ თემამ უიტნი ჰიუსტონზე გადაინაცვლა, რომელიც კევინ კოსტნერს პარტნიორობას უწევდა ცნობილ ფილმში „პირადი მცველი”, რომლის საუნდტრეკიც მომღერლის ყველაზე დიდ ჰიტად იქცა. 

„ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მიშელ პფაიფერი, შეიძლებოდა ყოფილიყო ჯულია რობერტსი,” – თქვა კოსტნერმა, „მაგრამ როცა შევხედე, ვთქვი: „არა, ეს უნდა იყოს უიტნი ჰიუსტონი. ის ყველაზე ლამაზი გოგოა. ისაა ერთადერთი, ვისაც შეუძლია, იმღეროს…”

მსახიობის თქმით, ჰიუსტონი, რომელიც 2012 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა, თავიდან გადასაღებ მოედანზე თავს არაკომფორტულად გრძნობდა. 

„მან არ იცოდა, როგორ შეექმნა პერსონაჟი. მე ვუთხარი: „თუ რაღაცები ბუნდოვანი იქნება, უბრალოდ შემომხედე და მითხარი, მე ყველაფერს დავალაგებ.”

კოსტნერის იდეა იყო ისიც, რომ ფილმში ჰიუსტონს დოლი პარტონის I Will Always Love You-ს ა კაპელა შეესრულებინა. „თუ მას უნდა ემღერა სიმღერა ისე, რომ რეალურად ეჩვენებინა, რომ მართლა ვუყვარდი, ეს ყოველგვარი მუსიკის გარეშე უნდა გაეკეთებინა და ამით დაამტკიცებდა, თუ რამდენად გამბედავი იყო,” – ამბობს მსახიობი. 

კოსტნერმა დაადასტურა, რომ „პირადი მცველის”  გაგრძელების გადაღებასაც გეგმავდა, რომელშიც პრიცესა დაიანას უნდა ეთამაშა. „ამ ფილმის გადაღება ვეღარ შევძელი, რადგან პრინცესა დაიანა ვერ ჩავანაცვლე,” – თქვა მსახიობმა. კითხვაზე კი, იყო თუ არა სცენარში კოცნის სცენა, კოსტნერმა უპასუხა: „მის შემთხვევაში რომანის შექმნას არ ვაპირებდი, მაგრამ რაღაც მომენტი იქნებოდა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელინ დიონმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ფილმის პრემიერაზე მაყურებელი ფეხზე წამოუდგა

შემდეგი სტატია

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტი – „მიაზაკის სიზმრები” გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard-თან ინტერვიუში ემი უაინჰაუსის ბიოგრაფიული ფილმის მუსიკალურმა რედაქტორმა გადაღებების პროცესზე ისაუბრა

ბიოგრაფიული კინოსურათი მაყურებელს უაინჰაუსის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ უყვება.
მეტი
ტეილორ სვიფტი The Eras Tour-ის ფარგლებში ამსტერდამში, იოჰან კრუიფ არენაზე, 2024 წლის 5 ივლისი. ფოტო: ადლარა ზარაოა/ Getty Images TAS Rights Management

ტეილორ სვიფტმა სიმღერა imgonnagetyouback ცოცხალი შესრულების დროს პირველად იმღერა

ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში შესული სიმღერა imgonnagetyouback ცოცხლად პირველად ამსტერდამში ჩატარებული კონცერტის დროს შესრულდა
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი