ამერიკული როკ-ჯგუფი Pearl Jam ევროპაში კიდევ ორ კონცერტს აუქმებს

„გვერწმუნეთ, ადვილად არასდროს ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ მის თავიდან ასაცილებლად, რათა შოუ შედგეს.“ – ნათქვამია განცხადებაში.
Pearl Jam
Pearl Jam

Pearl Jam-ის ბენდის წევრების ავადმყოფობის გამო ბენდი იძულებული გახდა ევროპულ ტურნეზე დამატებით ორი შოუ გაეუქმებინა. 

ბენდს 2 და 3 ივლისს ბერლინში Waldbühne-ში კონცერტები უნდა ჰქონოდა თუმცა წევრების ავადმყოფობის გამო ისინი გაუქმდა.

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა 29 ივნისს ლონდონში ტოტენჰემის სტადიონზე ამავე მიზეზით შეწყვიტა შოუს, რის შემდეგაც ჯგუფმა განცხადება გაავრცელა. მათი ტურნეში დაბრუნება კი შესაძლოა 6 ივლისს ბარსელონაში გახდეს შესაძლებელი.

Pearl Jam-ის სოციალურ არხებზე გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია: „მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ბენდის წევრები ჯერ კიდევ არ არიან სრულად გამოჯანმრთელებული.

ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, ვიზიარებთ თქვენს განცდებს: ადამიანი ხარჯავს დროს, თანხას, ენერგიას, რათა ბენდის კონცერტს დაესწროს. გული გვტკიცა, რადგან იმედები უნდა გაგიცრუოთ. ასევე ვაფასებთ თითოეული იმ ადამიანის შრომას, რომლებიც შოუს განხორციელებაში გვეხმარებიან.

იმედი გვაქვს, რომ მალე დაგიბრუნდებით, ბილეთების დაბრუნება კი შეძენის ადგილზე შეგეძლებათ, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და გაგებისთვის, ეს ჩვენთვის მთელ სამყაროს ნიშნავს.“

არსებული ინფორმაციით, ცნობილი არ არის, თუ რომელი ბენდის წევრების გამო გაუქმდა კონცერტები,  25 ივნისს მანჩესტერში ჩატარებულ შოუს დროს ფრონტმენ ედი ვედერს ვოკალური სახის პრობლემები აწუხებდა.

Pearl Jam ამჟამად ალბომ Dark Matter-ის მხარდასაჭერ ტურნეში იმყოფება. 30 ივნისს ბენდმა ტრაგიკული თარიღიდან 24 წლისთავი აღნიშნა, რა დროსაც 2000 წელს დანიაში როსკილდის ფესტივალზე მათი პერფორმანსის დროს ცხრა ადამიანი დაიღუპა.

„ჩვენ პატივს ვცემთ და ვიხსენებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2000 წლის 30 ივნისს ჩვენი კონცერტის დროს ტრაგიკულად დაიღუპნენ, ისინი მუდამ ჩვენს გულში იქნებიან“ – წერს ბენდი სოციალურ ქსელში.

Pearl Jam საზაფხულო ტურნეს დაწყებას აშშ-ში აგვისტოში გეგმავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემინემი ახალი სიმღერის ტრეილერს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ნახეთ 2024 წლის Bet Awards-ის გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი
პრანისკა მიშრა America’s Got Talent-ში

9 წლის პრანისკა მიშრამ America’s Got Talent-ში ტინა ტერნერის კლასიკად აღიარებული სიმღერა საოცარად შეასრულა

ახალგაზრდა მომღერალმა პრანისკა მიშრამ მის მუსიკალურ შთაგონებად ტინა ტერნერი, არეტა ფრანკლინი და უიტნი ჰიუსტონი დაასახელა
მეტი