უკვე მრავალი წელია, რაც Silk Hospitality-ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი – Iveria Beach ბათუმში ის სივრცეა, სადაც გართობისა და დასვენებისათვის ყველაფერი დაგხვდებათ. ჩვენი მკითხველისთვის კი ყველაზე საინტერესო ის მუსიკალური გამოცდილებაა, რომელსაც Iveria Beach ყოველ სეზონზე მის სტუმრებს სთავაზობს. სერვისით, ღონისძიებებით, მომსახურების ხარისხით და ინფრასტრუქტურით Iveria Beach იმ პლატფორმად იქცა, რომელმაც თანამედროვე სტუმარმასპინძლობის იდეა კარგად წარმოაჩინა.
Iveria Beach-ის კონცეფციის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვა სიახლეების შესახებ Silk Hospitality-ის გენერალურ დირექტორს, იორდი ქიუითს ვესაუბრეთ.
იორდი ქიუითი:
„Iveria Beach ჩვენი სეზონური პროექტია. ის უკვე დიდი რეპუტაციითა და პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ტურისტებს შორისაც. Iveria Beach არ არის უბრალოდ ადგილი, ეს არის კულტურული პლატფორმა, სადაც ადამიანები ესწრებიან გამორჩეულ მუსიკალურ საღამოებს, ეცნობიან ერთმანეთს, დროს სასიამოვნოდ ატარებენ და ბევრ დასამახსოვრებელ გამოცდილებას იღებენ. სწორედ ეს ხდის ამ სივრცეს განსაკუთრებულს.”
იმისათვის, რომ კულტურულმა სივრცემ ცნობადობა მოიპოვოს, საჭიროა აუდიტორიას მისადმი ემოციური კავშირი გაუჩნდეს. Iveria Beach ამ მხრივ ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ამ სივრცეში მუსიკის მოყვარულებს თავისი საყვარელი ადგილობრივი, თუ უცხოელი არტისტების მოსმენის შესაძლებლობა აქვთ.
იორდი ქიუითი:
„ყოველთვის ვცდილობთ, მუსიკალური პროგრამის შედგენისას საუკეთესო არტისტები შევარჩიოთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არტისტების ჩამოყვანის პროცესი არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვაკვირდებით არტისტების ტურნეების განრიგს და ამის მიხედვით ვიწვევთ ჩვენთან. ეს არტისტები საკმაოდ მაღალი დონის შემსრულებლები არიან – გამორჩეული მუსიკალური რეპერტუარითა და ცნობადობით. გარდა იმისა, რომ მუსიკალურ ბაზარს ვაკვირდებით, აქტიურად ვითვალისწინებთ ახალი თაობის გემოვნებას, ვიგებთ მათ საყვარელ არტისტებს. მუსიკალური ღონისძიებების დაგეგმვისას ვცდილობთ, ის მრავალფეროვანი აუდიტორიისათვის იყოს საინტერესო, თუმცა ყველა ეტაპზე უმთავრესი პრიორიტეტი ხარისხია.”
Iveria Beach, როგორც მუსიკალური სივრცე უკვე მრავალი წელია შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის უცვლელი პარტნიორია. სწორედ Iveria Beach-ზე იმართება ფესტივალის პროგრამის გამორჩეული ნაწილი – ე.წ. ჯემ-სეიშენები. ეს ტრადიცია წელსაც უცვლელია.
„Silk Hospitality აქტიურად თანამშრომლობს ჯაზ-ფესტივალთან, Iveria Beach კი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცა. ღონისძიების სტუმრებს ჩვენს სივრცეში შეუძლიათ საუკეთესო ჯაზ-მუსიკოსებს მოუსმინონ. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – აღნიშნავს იორდი ქიუითი.
თანამედროვე მსოფლიოში დასვენებას, გართობას, თუ ნებისმიერ სერვისს ადამიანები მეტად კრიტიკულად აფასებენ და ცხოვრების სტილის განუყოფელ ნაწილად აღიქვამენ. ეს კარგად იცის Iveria Beach-ის გუნდმაც, ამიტომ ეს სივრცე სტუმარმასპინძლობის სერვისის თანამედროვე კონტექსტს ზუსტად პასუხობს.
იორდი ქიუითი:
„Iveria Beach-ზე სრულყოფილი გარემოს შესაქმნელად ბევრი დეტალის გათვალისწინება გვიწევს. გარდა სწორად შერჩეული არტისტისა, იდეალურად გამართული უნდა იყოს ხმის სისტემა. ასევე დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ინფრასტრუქტურა დასვენებისა და გართობისათვის საჭირო გარემოს ქმნის. Iveria Beach-ზე გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი მოსასვენებელი ზონები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, მშვიდ გარემოში განიტვირთონ. ასევე აუცილებელია, რომ სამზარეულო უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, რასაც Iveria Beach იდეალურად პასუხობს. მნიშვნელოვანია სწრაფი სერვისი და მეგობრული სტაფი, რაც ჩვენს სივრცეში ნამდვილად დაგხვდებათ. და, რა თქმა უნდა, უპირველესი პრიორიტეტია უსაფრთხოების ნორმების დაცვა – Iveria Beach-ის თითოეული სტუმარი თავს დაცულ და უსაფრთხო გარემოში უნდა გრძნობდეს. ეს ასეც არის.”
გარდა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ჯემ-სეიშენებისა, Iveria Beach-ის სივრცეში ზაფხულის განმავლობაში საერთაშორისო არტისტების არაერთი მუსიკალური საღამოა დაგეგმილი. პირველი ლაივი 13 ივლისს გაიმართა და აუდიტორიის წინაშე ბერლინში მოღვაწე ელექტრონული მუსიკოსი BONDI წარდგა. მუსიკალური ლაივების სერიას 20 ივლისს მსოფლიო მასშტაბით პოპულარული არტისტი Matthias Meyer გააგრძელებს.
Iveria Beach-ზე დაგეგმილი მუსიკალური საღამოების შესახებ დეტალებს Billboard Georgia-ს სტატიებიდან შეიტყობთ.