კამალა ჰარისის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მუსიკალურ პერფორმანსს Megan Thee Stallion გამართავს

ცოტა ხნის წინ ჰარისმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბიონსეს 2016 წლის სიმღერა, Freedom ჟღერს.
ფოტო: Dana Jacobs/FilmMagic

კამალა ჰარისი, როგორც  შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, არჩევნებში ჩართვისათვის ემზადება. 30 ივლისს ის ატლანტაში მხარდამჭერებს შეხვდება. შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტის მხარდასაჭერად მუსიკალურ პერფორმანსს რეპერი Megan Thee Stallion გამართავს. 

რამდენიმე დღის წინ  კამალა ჰარისმა TikTok-ზე ჯგუფ *NSYNC-ის წევრთან, ლენს ბასთან ერთად გადაღებული ვიდეო ატვირთა. “კამალა, რას ვეუბნებით ნოემბერში დონალდ ტრამპს?” – ეკითხება მომღერალი კამალა ჰარისს, რაზეც ჰარისი ჯგუფის ცნობილი ჰიტის ტექსტიდან იყენებს ფრაზას და ამბობს  “Bye, Bye, Bye”.

ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან  თავისი კანდიდატურა მოხსნა და ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მრავალმა ცნობილმა ადამიანმა კამალა ჰარისს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. მათ შორის იყვნენ Cardi B, Lizzo, Lil Nas X და სხვები. იმ შემთხვევაში, თუ კამალა ჰარისი არჩევნებზე კანდიდატად დასახელდება და გაიმარჯვებს, ის შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. 

კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენის მხარდაჭერას განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. ამის შემდეგ ჰარისმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბიონსეს 2016 წლის სიმღერა, Freedom ჟღერს. 

“არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა უნდა ვიყოთ. მაგრამ, ჩვენ? ჩვენ რაღაც სხვას ვირჩევთ. ჩვენ თავისუფლებას ვირჩევთ,”- მიმართავს კამალა ჰარისი ვიდეოში ამომრჩეველს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად დასახელდა

შემდეგი სტატია

ალექსანდრ კანტოროვი – პიანისტი, რომელმაც პარიზის ოლიმპური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაუკრა, წინანდლის ფესტივალზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი