ანუშკა ჩხეიძის საკონცერტო ჩანაწერი ARTE CONCERT-მა გადასცა

პერფორმანსი ჩაწერილია ფესტივალ Europavox-ზე, რომელიც წელს საფრანგეთში, კლერმონდ-ფერანდში ჩატარდა.
ფოტო: CLFD Capture

ქართველი არტისტის, ანუშკა ჩხეიძის მუსიკალური პერფორმანსის ჩანაწერი მაყურებელმა ავტორიტეტული ფრანგულ-გერმანული სატელევიზიო არხის, ARTE CONCERT-ის ეთერში იხილა. გამოსვლა ჩაწერილია ფესტივალ Europavox-ზე, რომელიც წელს საფრანგეთში, კლერმონდ-ფერანდში ჩატარდა.

Europavox-თან და ARTE CONCERT-თან თანამშრომლობის შესახებ Billboard Georgia ანუშკა ჩხეიძეს ესაუბრა. 

ანუშკა ჩხეიძე:

„Europavox არის მუსიკალური პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. მე კლერმონდ-ფერანდში გამართული ფესტივალის მონაწილე ვიყავი. ფესტივალის გამართვამდე ერთი თვით ადრე გაირკვა, რომ ლაივების  გადაღებით ARTE CONCERT იყო დაინტერესებული. გადაწყდა, რომ რამდენიმე მუსიკალურ აქტს გადაიღებდნენ. ის ფაქტი, რომ  ARTE CONCERT ჩემს მუსიკალურ პერფორმანსს გადაიღებდა, ძალიან სასიხარულო იყო. როცა კონცერტი დასრულდა, გადამღები ჯგუფი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამის მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო.”

ფოტო: CLFD Capture

როგორც ანუშკა ჩხეიძე ამბობს, Europavox-ზე დაკვრა  მისთვის, როგორც არტისტისთვის, საინტერესო და გამორჩეული გამოცდილება იყო. ეს კი უპირველეს ყოვლისა აუდიტორიამ განსაზღვრა. 

„Europavox-ზე ერთ-ერთი საუკეთესო აუდიტორია  დამხვდა. იმდენად სასიამოვნო დინამიკა შეიქმნა, რომ ნერვიულობა მომეხსნა,” – ამბობს მუსიკოსი. 

რაც შეეხება ანუშკა ჩხეიძის სამომავლო გეგმებს, უახლოესი ორი თვის განმავლობაში არტისტი ევროპის რამდენიმე ქალაქში დაუკრავს. Haldern Pop Festival, Pop Kultur Festival, Draaimolen – ეს იმ ფესტივალების ჩამონათვალია, რომლებზეც ქართველი არტისტი გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Snoop Dogg მხატვრული ტანვარჯიშის ქალთა შეჯიბრს ესწრება. ფოტო: არტურო ჰოლმსი

Snoop Dogg-ის იმპროვიზირებული ცეკვა სიმონ ბაილსთან ერთად პარიზის ოლიმპიადაზე

შემდეგი სტატია

17 აგვისტოს „სოციალური სივრცე” ფესტივალს All Day I Dream უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი