Nini Iris-ის ახალი ვიდეო კლიპი 9 აგვისტოს გამოვა

„გადავწყვიტე, ეს სიმღერა მიმეძღვნა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს და მენატრება.“
Nini Iris - ძალა დამელია დარდით
Nini Iris – ძალა დამელია დარდით

Nini Iris ახალ ვიდეო კლიპს აანონსებს, რომელიც  სიმღერაზე  „ძალა დამელია დარდით“ არის გადაღებული. „ძალა დამელია დარდით“  მუსიკოსის პირველი ქართულენოვანი სიმღერაა, რომელიც მუსიკოსმა საქართველოს და ქართველ ხალხს მიუძღვნა. სიმღერა პირველად მუსიკალურ გადაცემა „აკუსტიკაში“ გაჟღერდა. კომპანია „სარაჯიშვილის“ სპონსორობით სიმღერის მუსიკალური ვიდეო კლიპი შეიქმნა, რომელსაც  Nini Iris-ის გულშემატკივარი 9 აგვისტოს იხილავს.

Nini Iris:

„ძალა დამელია დარდით“ ჩემი პირველი ქართული სიმღერაა, რომლის დაწერა ძალიან უცბად გადავწყვიტე. როდესაც ჩემმა მენეჯერმა მითხრა, რომ გადაცემა „აკუსტიკაში“ უნდა ვყოფილიყავი, გადავავლე თვალი ძველ ქართულ და ზოგადად ქართულ სიმღერებს, რაც შეიძლებოდა, რომ დამექავერებინა, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვიპოვე, რაც უკვე ბევრჯერ ნამღერი არ იყო. შემეძლო, მაინც ჩემებურად გამეკეთებინა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჯობდა საკუთარი, გულიდან წამოსული სიმღერა მემღერა. დაახლოებით ერთ კვირაში უკვე დემო ვერსია მზად მქონდა. გავგზავნე საქართველოში, ჯგუფმა On The Road-მა გამიკეთა აკომპანემენტი აკუსტიკაში და შემდეგ უკვე სტუდიაშიც ჩავწერეთ. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის და ასევე მადლობა „სარაჯიშვილს“, რომელმაც დაასპონსორა ჩემი ვიდეო, რომელიც თქვენ ჯერ არ გინახავთ.

ჩემი პირველი ქართული სიმღერა რაზე უნდა ყოფილიყო, თუ არა ჩემს საქართველოზე. არის ძალიან ხშირად მომენტები, როდესაც ჩემი ხალხის გვერდით საჭირო დროს საქართველოში არ ვარ ხოლმე, რაზეც გული მტკივა და ეს პატრიოტიზმი მერთვება ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე, ეს სიმღერა მიმეძღვნა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს და მენატრება.

საბოლოო პროდუქტით ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები ვართ და იმედია თქვენც ისე მოგეწონებათ და შეგიყვარდებათ ეს სიმღერა, როგორც უკვე ჩვენ გვიყვარს.“

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი Nini Iris (ნინი ბრეგვაძე) ფართო აუდიტორიამ 2023 წელს, ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ის მუსიკალური კონკურსის, The Voice-ის მეშვეობით გაიცნო, სადაც  ის შოუს 12 ფინალისტს შორის მოხვდა. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ არტისტი იმ დროს ქართულ მუსიკალურ სივრცეში უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული იყო. 

დაელოდეთ Nini Iris-ის ახალ ვიდეო კლიპს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სნუპ დოგმა ელისაბედ მეორეთან თავის კავშირზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

რას სთავაზობს Iveria Beach აჭარაში ჩასულ მსმენელს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი