Drake  ახალ ალბომს PartyNextDoor-თან ერთად აანონსებს

2 აგვისტოს Drake მშობლიურ ქალაქ ტორონტოში იმყოფებოდა, რა დროსაც კონცერტზე, Budweiser-ის სცენაზე, გულშემატკივრებს საინტერესო სიახლე გაუზიარა
Drake - ფოტო: მარსელო ერნანდესი
Drake – ფოტო: მარსელო ერნანდესი


Drake-მა კონცერტის მსვლელობისას თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ ახალ კოლაბორაციულ ალბომზე მუშაობს, რომელსაც საკუთარ ლეილბ OVO-ზე არტისტ PartyNextDoor-თან თანამშრომლობით გამოუშვებს.

„ჩემი და ჩემი გუნდის სახელით მინდა გითხრათ, რომ რაღაც ახალზე ვმუშაობთ. როცა ზაფხული დასრულდება და ცოტა აცივდება, PartyNextDoor-ის და Drake-ის ალბომი სწორედ მაშინ გამოვა” – განაცხადა მუსიკოსმა კონცერტის ბოლოს.

ტორონტოში გამართული კონცერტი სინამდვილეში PartyNextDoor-ის ტურნეს ფარგლებში ჩატარებული შოუ იყო, თუმცა მუსიკოსმა თითქმის მთელი ბოლო ერთი საათი სცენა  Drake-ს დაუთმო. კონცერტის მსვლელობისას, როდესაც PartyNextDoor-მა საკუთარი გამოსვლა დაასრულა, ყველასთვის მოულოდნელად განათება აინთო და გულშემატკივრის წინაშე  Drake გამოჩნდა.

„ამაღამ აქ ვარ, თქვენთან, მადლობის ნიშად, თითოეულ თქვენგანს მინდა წლების განმავლობაში ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ.” – განაცხადა Drake-მა.

Drake-მა მთელი კონცერტის განმავლობაში R&B სიმღერების სრული სეტი შეასრულა, მათ შორის პირველად ცოცხლად იმღერა სიმღერა Wah Gwan Delilah.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

ხატია ქორიძის სადებიუტო ალბომი და მისი შემოქმედებითი გზა ჯაზ-სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი