ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree თბილისში 1-ელ სექტემბერს კონცერტს გამართავს

საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს მუსიკოსი პოსტით გამოეხმაურა და თბილისს მისი საყვარელი ადგილი უწოდა.
Oliver Tree
Parker Day

1-ელ სექტემბერს ცნობილი ამერიკელი არტისტი  Oliver Tree მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტს თბილისში გამართავს. ეს საქართველოში მისი პირველი შოუ იქნება, რომელიც Elektroyard-ში შედგება. მუსიკოსი ტურნეს ფარგლებში თავის ახალ ალბომს – ALONE IN A CROWD-ს წარადგენს. 

თბილისში დაგეგმილ კონცერტს არტისტი პოსტით გამოეხმაურა. მისი შინაარსიდან ირკვევა, რომ მუსიკოსისათვის საქართველო კარგად ნაცნობი ქვეყანაა:

„1-ელ სექტემბერს კონცერტს გავმართავ თბილისში, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია მსოფლიოში საუკეთესო კერძებით. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას,” – წერს Oliver Tree და აქვყენებს ვიდეოს, რომელშიც ის სიმღერა Star-ის ფონზე ქართლის დედისკენ მიფრინავს, მკერდზე საქართველოს დროშის პინით.

Oliver Tree ავტორ-შემსრულებელი, პროდიუსერი და რეჟისორია. მისი ჟანრობრივი მიმართულება აერთიანებს ინდი პოპს, ალტერნატიულ პოპსა და ჰიპ-ჰოპს. 2017 წელს მან კონტრაქტი გააფორმა ცნობილ მუსიკალურ ლეიბლ Atlantic Records-თან. მსოფლიო პოპულარობა კი არტისტს 2021 წელს გამოცემულმა სიმღერამ Life Goes On და 2022 წლის ნამუშევარმა Miss You მოუტანა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა სხვადახვა ონლაინ პლატფორმაზე.

Oliver Tree-ს ნამუშევრებს დღესდღეობით 4 მილიარდზე მეტი გლობალური სტრიმი აქვს. არტისტი განსაკუთრებით პოპულარულია TikTok-ზე, სადაც მისი გამომწერთა რიცხვი 15 მილიონს აღწევს. 

კონცერტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky აანონსებს ახალ ტრეკს, რომლის სახელწოდებაა Tailor Swif

შემდეგი სტატია

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი