წინანდლის ფესტივალისთვის საქართველოს მსოფლიოში აღიარებული დირიჟორები ეწვივნენ

სამი იტალიელი მაესტრო – ჯანანდრეა ნოზედა, რობერტო გაბიანი და კლაუდიო ვანდელი აქტიურად იყვნენ ჩართული ფესტივალის მოსამზადებელ პროცესში.
ჯანანდრეა ნოზედა, რობერტო გაბიანი და კლაუდიო ვანდელი

წინანდლის ფესტივალის მე-6 სეზონის გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე თბილისს მსოფლიოში აღიარებული დირიჟორები ეწვივნენ. 

საქართველოში იმყოფება ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა, რომელიც, ტრადიციულად, პანკავკასიურ ორკესტრთან ერთად ფესტივალის გახსნაზე წარდგება. ჯანანდრეა ნოზედას მოწვევით კი, მოსამზადებელ პროცესში ჩაერთო იტალიელი მაესტრო რობერტო გაბიანიც, რომელმაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი ვერდის რეკვიემის შესასრულებლად მოამზადა. 31 აგვისტოს ფესტივალი სწორედ ვერდის რეკვიემით გაიხსნება, რომელსაც პანკავკასიური ორკესტრი, სოპრანო ერიკა გრიმალდი, მეცო-სოპრანო აგნეშკა რელისი, ტენორი მარკო მიმიკა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით შეასრულებენ.

თბილისს ასევე ეწვია ცნობილი იტალიელი დირიჟორი და პანკავკასიური ორკესტრის დამხმარე მუსიკალური ხელმძღვანელი კლაუდიო ვანდელი, რომელმაც თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან იმუშავა. ორკესტრი ფესტივალის სცენაზე კანადელ პიანისტ ბრუს ლიუსთან ერთად 2 სექტემბერს სწორედ ვანდელის დირიჟორობით წარდგება. შესრულდება შოპენისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

ნახეთ Billboard საქართველოს რეპორტაჟი ცნობილი დირიჟორების სამუშაო პროცესიდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

შემდეგი სტატია

A$AP Rocky უკრაინაში გადაღებულ ვიდეოკლიპს აქვეყნებს სიმღერაზე Tailor Swif

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი