ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
ქარდი ბი
Lionel Hahn/Getty Images

ქარდი ბი უკან დახევას არ აპირებს სასამართლო დავაში, რომელშიც ის მეუღლესთან, Offset-თან ერთადაა დადანაშაულებული. საქმე ეხება ვიდეოკლიპის გადაღებისთვის მათ მიერ დაქირავებულ სახლს, რომლის მეპატრონეებიც ამტკიცებენ, რომ მუსიკოსებმა მათ სათანადო თანხა არ გადაუხადეს. 

რეპერმა ბრალდებას სოციალურ ქსელში უპასუხა:

„ჩვენ ამ ადამიანებს 10 000 დოლარი გადავუხადეთ იმისთვის, რომ მათი სახლი გვექირავებინა 24 საათით – დილის 6 საათიდან მეორე დილის 6 საათამდე. დათქმულ დროს მხოლოდ ერთი საათი გადავაცილეთ, რისთვისაც კიდევ დამატებითი თანხა გადავუხადეთ უძრავი ქონების აგენტს,” – წერს ქარდი ბი ტვიტერზე. „ახლა კი ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ტიკტოკის ვიდეოს ვიღებდით, რაც კონტრაქტში არსად ფიქსირდება. მათ თავად მოუსმინეს სიმღერას და თავადვე ნახეს, თუ რამდენი ხანი ვიღებდით ვიდეოს… რატომ დაგვჭირდებოდა 24 საათი ტიკტოკის ვიდეოს გადასაღებად?”

11-გვერდიანი საჩივრის მიხედვით, ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებმა მიზანში ამოიღეს სასურველი სახლი და შეთხზეს გეგმა, რათა ქონება მისი სრული საბაზრო ღირებულების გადახდის გარეშე გამოეყენებინათ.

მომჩივნები ამტკიცებენ, რომ მუსიკოსების წარმომადგენლებმა სახლი ანონიმურად დაჯავშნეს მცდარი მიზნით – რომ მას ტიკტოკის ვიდეოსთვის გამოიყენებდნენ. 

ქარდი ბიმ გამოწვევა მიიღო და ბრძოლისთვის მზადაა: „პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!” – წერს რეპერი.

ცალკე პოსტში კი აღნიშნავს: „ეს არ არის აგენტების ბრალი… ისინი თვეებია, საქმის მოგვარებას ცდილობენ. ეს ხარბი მეპატრონეები არიან თავიანთი მახინჯი სახლით.”

სარჩელი ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში შევიდა. მასში წერია, რომ მუსიკალურმა ვიდეომ Like What, რომელიც აღნიშნულ სახლში გადაიღეს, გამოშვებიდან 6 თვის განმავლობაში იუთუბზე 26 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა. 

ეს ქარდი ბისა და Offset-სთვის საკმაოდ დატვირთული პერიოდია. 7 სექტემბერს წყვილს მესამე შვილი შეეძინა. რეპერმა მესამე ორსულობა აგვისტოში გაამხილა – იმავე დღეს, როცა „ბილბორდმა” დაადასტურა, რომ მან Offset-თან განქორწინება მეორედ მოითხოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Eko & Vinda Folio-მ ორი ახალი სინგლი გამოუშვა

შემდეგი სტატია

გვენ სტეფანი მეხუთე სტუდიურ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი