კეტი პერიმ ახალი სტუდიური ალბომი გამოსცა

ალბომში შესულია უკვე გამოქვეყნებული ორი სინგლი – Woman’s World და Lifetimes.
კეტი პერი. ფოტო: Cynthia Parkhurst

კეტი პერიმ ხმაურიანად დაანონსებული რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „143” გამოსცა. ალბომი სტრიმინგ სერვისებზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

ალბომის სახელწოდება – 143 – ერთგვარი კოდია ფრაზისა “მე შენ მიყვარხარ”. ნამუშევარი მომღერლის პირველი სტუდიური ნამუშევარია მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა  2020 წელს ალბომი Smile გამოსცა. Smile მეხუთე ადგილს იკავებდა Billboard 200-ის მუსიკალურ ჩარტში. რაც შეეხება ახალ ალბომს, 143 მოიცავს უკვე გამოცემულ სინგლებსაც. ალბომი აერთიანებს სინგლებს: Woman’s World, Lifetimes, I’m His He’s Mine, Gimme Gimme, Crush, Nirvana, All the Love,”l Truth, Wonder და სხვა სიმღერებს. 

„გადავწყვიტე, შემექმნა თამამი, მხიარული, სადღესასწაულო საცეკვაო პოპ-ალბომი სიყვარულის სიმბოლური აღნიშვნით – 143,” – თქვა პერიმ პროექტის შესახებ საუბრისას. 

2024 წლის სექტემბერი კეტი პერის მუსიკალურ შემოქმედებაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. მან MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე „ვიდეო ავანგარდის ჯილდო” მიიღო. 

„ბევრჯერ მსმენია – გააკეთე ეს, არ გააკეთო ეს, ჩაიცვი მეტი, ჩაიცვი ნაკლები, არ შეიჭრა თმა…ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რატომაც აქ ვდგავარ, არის ის, რომ ამ ხმების დაბლოკვა ვისწავლე. ვისწავლე, რომ ამ ინდუსტრიაში ყველა არტისტმა, განსაკუთრებით კი ქალებმა, მუდმივად უნდა იბრძოლონ. მინდა გულწრფელად გითხართ, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ საკუთარ თავებთან და ხელოვნებასთან მართლები იყოთ. გათიშეთ სოციალური მედია, დაიცავით თქვენი მენტალური ჯანმრთელობა. აიღეთ პაუზა, შეეხეთ ბუნებას და აკეთეთ ის, რისთვისაც დაიბადეთ. ისევე, როგორც მე ვაკეთებ იმას, რისთვისაც გავჩნდი.”

მოუსმინეთ კეტი პერის ალბომს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბეთჰოვენფესტის” ფარგლებში გიორგი გიგაშვილმა და ნინი ნუცუბიძემ ბონში კონცერტი გამართეს

შემდეგი სტატია

გერმანიის ბიბლიოთეკაში მოცარტის აქამდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი