„ამო” – ირაკლი ჩარკვიანის ალბომი ფირფიტაზე გამოიცა

ფირფიტის პრეზენტაცია Mutant Radio-ს სივრცეში გაიმართა.
ირაკლი ჩარკვიანი – „ამო”. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

პროექტმა სახელწოდებით, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ირაკლი ჩარკვიანის ალბომი „ამო” ლიმიტირებულ ორმაგ ფირფიტაზე გამოსცა. ფირფიტის პრეზენტაცია Mutant Radio-ს სივრცეში გაიმართა. საღამოზე ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე ისაუბრეს ადამიანებმა, რომლებიც არტისტის შემოქმედებით პერსონასთან მნიშვნელოვნად იყვნენ დაკავშირებული – ბასა ჯანიკაშვილმა, ლაშა გაბუნიამ, გია ხადურმა და ქეთათო პოპიაშვილმა მუსიკოსის შემოქმედება, მისი თანამედროვე ეპოქაზე გავლენა და „ამოს” მნიშვნელობა შეაფასეს. 

„ამო” ირაკლი ჩარკვიანის მესამე სტუდიური ალბომია, რომელიც 2001 წელს გამოიცა მუსიკალურ ლეიბლზე, სახელწოდებით “ქართული ჩანაწერები”. ალბომი თავისი ტექსტებით იმ პერიოდის კრიტიკად იქცა და მუსიკოსის ნიშაც მკვეთრად განსაზღვრა. 

ბასა ჯანიკაშვილი, ქეთათო პოპიაშვილი, ჯაბა შავიშვილი. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც ფირფიტის პრეზენტაციაზე ირაკლი ჩარკვიანის ყოფილმა პროდიიუსერმა, ბასა ჯანიკაშვილმა აღნიშნა, ეს ალბომი ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაში ერთგვარი გარდამტეხი ნამუშევარია, რომელმაც მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა. 

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან თითქმის ორი ათწლეული გავიდა და მისი მნიშვნელობა დროსთან ერთად კიდევ უფრო იზრდება. ამის ნათელი მაგალითი „ამოს” ფირფიტის წარდგენაზეც ვიხილეთ, როცა აუდიტორია სხვადასხვა თაობის მსმენელისაგან შედგებოდა. 

ჯაბა შავიშვილი, ლაშა გაბუნია, გია ხადური. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე.

მუსიკის ჟურნალისტი ლაშა გაბუნია Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს, რომ ის შემოქმედება, რაც ირაკლი ჩარკვიანმა დატოვა, დროს უძლებს. სწორედ ამის გამოა, რომ ის აქტუალური იყო წლების წინაც და აქტუალურია დღესაც. 

ლაშა გაბუნია:

„ამ ალბომით ირაკლიმ აჩვენა, რომ მას ანდერგრაუნდ მუსიკასთან ერთად შეუძლია პოპ მუსიკაშიც საკუთარი განაცხადი გააკეთოს. „ამოს” აქვს თავისი ავთენტური ქართული ჟღერადობა. მასში არის ლირიკული სიმღერებიც და პროტესტის გამომხატველი ნამუშევრებიც. მაგალითად, „საქართველო”, რომელიც სხვადასხვა დროს დიდი საზოგადოებრივი მოვლენების სიმბოლოდაც იქცა. უნდა აღვნიშნო თავად სიმღერა „ამო”, რომელიც ინსტრუმენტულადაც და შინაარსობრივადაც გამორჩეულია. ეს ნამუშევარი კარგად აჩვენებს, რომ ირაკლი ჩარკვიანი, როგორც ხელოვანი, გამოსავალს გვთავაზობდა.” 

მუსიკის ჟურნალისტის, გია ხადურის შეფასებით, „ამო” ის ალბომია, რომლითაც ირაკლი ჩარკვიანი ერთი მოდულიდან მეორეში გადავიდა. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„ზოგიერთ მსმენელს შესაძლოა მიაჩნდეს, რომ  მუსიკალურად ირაკლი ჩარკვიანის სულ სხვა ალბომი არის საუკეთესო, რადგან ეს გემოვნების საკითხია. თუმცა, „ამო” ერთმნიშვნელოვნად საკვანძო ნამუშევარია. სწორედ ამიტომ არის ის საინტერესო. ირაკლის შემდგომი სტატუსი, რომელიც საზოგადოებამ აღიარა, სწორედ მისგან მომდინარეობს. ამ ნამუშევარზე თავად ერთგვარი ფსონი ჰქონდა დადებული. „ამომდე” გამოცემული ალბომები მაინც დასავლური კულტურის მიგნებებია, „ამოში” მას უკვე ესეც აღარ სჭირდებოდა. როგორც ვთქვი, შესაძლოა სუბიექტურად სხვა ალბომი იყოს კონკრეტული მსმენელის რჩეული, თუმცა ობიექტურად თუ ვიტყვით, რომ არა „ამო”, ირაკლი ჩარკვიანი იმ გავლენის არტისტი არ იქნებოდა, რაც ახლაა,” – აღნიშნავს გია ხადური. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეიმ პეინი

პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და One Direction-ის ყოფილი წევრი ლიემ პეინი, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Tyler, the Creator შემოქმედების ახალ ეტაპს აანონსებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი