პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და One Direction-ის ყოფილი წევრი ლიემ პეინი, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოლიციის ინფორმაციით, ის არგენტინაში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა.
ლეიმ პეინი
ლეიმ პეინი

როგორც ტელეკომპანია CNN იტყობინება, ცნობილი ბენდის, One Direction-ის ყოფილი ვარსკვლავი ლიემ პეინი ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს  31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სახელმწიფო პოლიციის ინფორმაციით, ის არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა. პოპ-ვარსკვლავის გარდაცვალებამდე ადგილობრივ პოლიციაში ზარი შევიდა სასტუმროში მყოფი აგრესიული მამაკაცის შესახებ. დამატებითი ინფორმაცია ლიემ პეინის გარდაცვალების შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

„ბილბორდი“ მუსიკოსის წარმომადგენლებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაუკავშირდა.

ლიემ პეინი ბრიტანული ბოი-ბენდის, One Direction-ის  წევრი იყო, რომლის შემადგენლობაშიც ასევე იყვნენ  ჰარი სტაილსი, ზეინ მალიკი, ლუის ტომლინსონი და ნაილ ჰორანი. ჯგუფი 2010 წელს  ჩამოყალიბდა. One Direction-მა ოთხი წარმატებული მსოფლიო ტურის ფარგლებში 300-ზე მეტი შოუ გამართა. მათი ალბომი ბილბორდ 200-ში ნომერ პირველ ალბომად დასახელდა, ბილბორდ 100-ში კი ტოპ ათეულში მათი ექვსი ჰიტი მოხვდა. ბენდმა კარიერის განმავლობაში  MTV Video Music Awards-ის ჯილდო ოთხჯერ მიიღო.

2015 წლის შემდეგ ბენდმა მუსიკალური პაუზა აიღო. ლიემ პეინმა სოლო კარიერა 2017 წელს, Quavo-სთან ერთად შესრულებული სიმღერით, Strip That Down-ით დაიწყო.  2018 წლის აგვისტოში მან პირველი სოლო EP გამოსცა, სახელწოდებით Fast Time. მისი სადებიუტო ალბომი, LP1, 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა.

2021 წელს, ლაიმ პეინმა ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემებზე პოდკასტ Diary of a CEO-ში ისაუბრა. მუსიკოსმა  დეპრესიასა და დამოკიდებულებასთან ბრძოლის პერიოდი გაიხსენა, თუმცა 2023 წელს განაცხადა, რომ აღარ იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული: „ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგადაა. მე ახლა 100 დღეზე მეტია სუფთა ვარ და თავს საოცრად ვგრძნობ.  ძალიან კარგად ვარ და გულშემატკივრების მხარდაჭერასაც ვგრძნობ. ამიტომ, სუპერ ბედნიერი ვარ.“ — ამბობდა ლიემ პეინი პრობლემის დაძლევის შემდეგ. 

2023 წლის აგვისტოში ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში მოხვდა და სამხრეთ აფრიკის ტურნეს თარიღების გადაწევა მოუხდა.

სამწლიანი პაუზის შემდეგ ლიემ პეინმა 2024 წლის მარტში პირველი ახალი სიმღერა გამოსცა, სახელწოდებით  Teardrops, რომელიც NSYNC-ის წევრ JC Chasez-თან ერთად დაწერა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2 ოქტომბერს, ლიემ პეინი  ბუენოს-აირესში შეამჩნიეს, სადაც ვარსკვლავი One Direction-ის ყოფილი წევრის, ნაილ ჰორანის კონცერტს ესწრებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

შემდეგი სტატია

„ამო” – ირაკლი ჩარკვიანის ალბომი ფირფიტაზე გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობერტ პლანტი 2019 წლის 15 ივნისი, ბერგენი, ნორვეგია. ფოტო: Per Ole Hagen/Redferns

რობერტ პლანტმა ლივერპულის ფეხბურთელ დიოგო ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგო

„რა ტრაგიკული დანაკარგია. კაშკაშა სინათლის ჩაქრობა… მადლობა ჯადოსნურობისთვის, დიოგო.“ - დაწერა პლანტმა ფეხბურთელზე, რომელიც ავტოავარიის შედეგად 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

Lizzo-ს თქმით, მან ოზემპიკის გამოყენება სცადა და გაამხილა დიეტა, რომელიც წონის კლებაში რეალურად დაეხმარა

,,ვფიქრობ, ძალიან, ძალიან ბევრი ვიშრომე და მიზანმიმართულად ვგეგმავდი ყველაფერს”. - განაცხადა ვარსკვლავმა.
მეტი
Sly and the Family Stone - 1973 წელი, 16 ივლისი. ფოტო: მიქაელ პუტლენდი / /Getty Images

სლაი სტოუნი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკული ბენდი Sly and the Family Stone ერთ-ერთი პიონერი იყო ფანკ მუსიკის სფეროში, სლაი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი ბოლო 60 წლის განმავლობაში.
მეტი

საქველმოქმედო პროექტ „ომის დღიურების“  ფარგლებში ვაშინგტონში გამართული პრემიერა  Sophie Villy-მ აკაპელას შესრულებით გახსნა

„მქონდა პატივი, გამეხსნა დადგმა ვაშინგტონის ერთ-ერთი უძველესი თეატრის, Atlas Performing Art Center-ის სცენაზე და უძველესი, ცნობილი უკრაინული ფოლკლორული ნაწარმოები - „ჯარისკაცის სიმღერა" მუსიკალური აკომპანემენტის გარეშე შემესრულებინა.“
მეტი