ფარელ უილიამსი იხსენებს დროს, როცა ის „მაკდონალდსიდან” სამჯერ გაათავისუფლეს

„პირველი ორ შემთხვევაში გათავისუფლების მიზეზი უბრალოდ ჩემი სიზარმაცე იყო, მესამეჯერ კი მითხრეს: რას აკეთებ? უბრალოდ ზიხარ და ქათმის ნაგეტსებს ჭამ!” – გაიხსენა არტისტმა.
ფარელ უილიამსი. ფოტო: Jemal Countess/Getty Images

ფარელ უილიამსი დღეს მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ცნობილი სახელია, წლების წინ კი ის „მაკდონალდსში” მუშაობდა და სწორედ ეს იყო მისი პირველი სამსახური. გრემის მფლობელი 51 წლის არტისტი თავის ადრეულ პერიოდზე BBC Radio 2-თან საუბრისას იხსენებს: „ჩემი პირველი და ერთადერთი სამსახური „მაკდონალდსი“ იყო. სამჯერ გამათავისუფლეს.” ფარელმა აღიარა, რომ მისი კარიერა სწრაფი კვების სფეროში ხანმოკლე აღმოჩნდა. „პირველი ორ შემთხვევაში გათავისუფლების მიზეზი  უბრალოდ ჩემი სიზარმაცე იყო, მესამეჯერ კი მითხრეს: რას აკეთებ? უბრალოდ ზიხარ და ქათმის ნაგეტსებს ჭამ!” – გაიხსენა არტისტმა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი სამსახური სწრაფი კვების ინდუსტრიაში ხანმოკლე იყო, ფარელმა წლების შემდეგ უდიდეს წარმატებას მიაღწია Billboard-ის ჩარტებში. მისი მუსიკალური კარიერა 1992 წელს დაიწყო.  1999 წელს ფარელმა ჩედ ჰიუგოსთან და დრამერ შეი ჰეილისთან ერთად დააარსა ჯგუფი N.E.R.D და 2002 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი In Search Of…

როგორც 2000-იანი წლების ერთ-ერთი ცნობილი არტისტი ფარელი Billboard-ის Hot 100-ის ჩარტების სათავეში ოთხჯერ მოხვდა. მათ შორის გამორჩეულია ჰიტი სახელწოდებით Happy, რომელიც 2014 წელს 10 კვირის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებდა პირველ ადგილს. სინგლი Billboard-ის ციფრული გაყიდვების ჩარტში ერთი კვირის განმავლობაში 402,000 ჩამოტვირთვით ლიდერობდა.

ფარელის ნიჭი, შექმნას მსოფლიო ჰიტები, მხოლოდ მისი სოლო კარიერით არ შემოიფარგლება. 2013 წელს ის Billboard-ის ჩარტების ისტორიაში შევიდა, როცა პირველი და მეორე ადგილი ერთდროულად დაიკავა სიმღერით  Blurred Lines და Daft Punk-თან ერთად ჩაწერილი Get Lucky-თ. ამ მიღწევით ის გახდა მე-12 არტისტი, რომელმაც ჩარტებში ეს შედეგი დააფიქსირა. 

ფარელ უილიამსის კარიერა Billboard-ის 68 სხვადასხვა ჩარტში ლიდერი პოზიციების ფლობის 1 544 კვირას ითვლის. მუსიკის მიღმა დიდია ფარელის გავლენა მოდის სამყაროზეც. 2023 წელს ის Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

ინტერვიუ shelter.film-ის ქართველ დამფუძნებელთან, რომელმაც A$AP Rocky-ს ცნობილი ვიდეოკლიპი გადაიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი