ჯო ბაიდენმა BMF-ის თანადამფუძნებელი Southwest T შეიწყალა

Southwest T-სა (ტერი ფლენორი) და მის ძმას 2008 წელს 30-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
ჯო ბაიდენი
Kevin Dietsch/Getty Images

Southwest T (ტერი ფლენორი) ოფიციალურად თავისუფალია. ფლენორი ჰიპ-ჰოპის სამყაროში ცნობილია, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი გაერთიანების, Black Mafia Family-ს (BMF) ერთ-ერთი შემქმნელი. მან კრიმინალური ქსელი თავის ძმასთან, დემეტრიუს „Big Meech“ ფლენორისთან ერთად, 1985 წელს დეტროიტში ჩამოაყალიბა. 

2008 წელს ძმებს 30 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. 2020 წელს, პანდემიის დროს, ტერის მსჯავრი შინაპატიმრობით შეეცვალა. მისი ძმა დემეტრიუსი კი სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს,  სადაც სასჯელის მოხდას სრულ გათავისუფლებამდე – 2026 წლის 27 იანვრამდე გააგრძელებს.

Southwest T-მ Instagram-ზე გააზიარა სურათებისა და ვიდეოების სერია, სადაც მისი შეწყალების ოფიციალური დოკუმენტი და ელექტრონული სამაჯურის მოხსნა არის აღბეჭდილი. „Southwest T ოფიციალურად თავისუფალია,” – წერია პოსტის აღწერაში. 

რამდენიმე წლის წინ ძმებმა 50 Cent-თან შეთანხმება დადეს, რომ მათ ცხოვრებაზე სერიალი გადაღებულიყო. სერიალი სახელწოდებით BMF STARZ-ის არხზე გადის. შოუში მთავარ როლებს ასრულებენ დემეტრიუს ფლენორი უმცროსი, რომელიც მამამისის, Big Meech-ის როლს ასრულებს  და ასევე Da’Vinchi, რომელიც Southwest T-ს განასახიერებს. სერიალის მესამე სეზონი ახლახან დასრულდა, მეოთხე სეზონი კი 2025 წელს გამოვა.  

Big Meech-მა BMF გავლენიან ბრენდად აქცია რეპის ინდუსტრიაში, როდესაც 2000-იანების დასაწყისში ატლანტაში გადავიდა და მუსიკალური ლეიბლი დააარსა, რომელიც არაერთ ცნობილ არტისტთან თანამშრომლობდა. მათ შორის ისეთ რეპერებთან, როგორიც არიან Young Jeezy და T.I.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რობი უილიამსის სიმღერა 2025 წლის ოსკარზე წარსადგენი სიიდან ამოიღეს 

შემდეგი სტატია

ელტონ ჯონის ახალი ცვილის სკულპტურა  „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის სივრცეში ტექნიკურად  ერთ-ერთი ყველაზე რთული ფიგურაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი