Ye-მ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი Vultures-ის ფილმის პირველი ტრეილერი წარადგინა

ტრეილერში ვხედავთ Ye-სა და Ty Dolla $ign-ის პერსონაჟებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ინტერპრეტაციით შექმნილი ვერსიებია.
Ye & Ty Dolla $ign
Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტმა Vultures The Movie-ს პირველი ტრეილერი გააზიარა. არტისტმა ერთწუთიანი შავ-თეთრი კლიპი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა. ვიდეოს საუნდტრეკად გამოყენებულია The Blues Brothers-ის თემატური სიმღერა. ტრეილერში ვხედავთ Ye-სა და Ty Dolla $ign-ის პერსონაჟებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ინტერპრეტაციით შექმნილი ვერსიებია. ვიდეოში ჩნდებიან Vultures-ის ალბომის კოლაბორატორი არტისტებიც: Kodak Black, Rich The Kid და Playboi Carti, რომლებიც იარაღებს ისვრიან.

Vultures-ის ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ის 2025 წელს გამოვა. აღსანიშნავია, რომ Ye-ს ბოლო მუსიკალური ვიდეოები ასევე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა. Vultures-ის კლიპები – Bomb და 530 – შავ-თეთრი ვიდეოებია და ფილმის ტრეილერის ესთეტიკას ატარებს.

სოციალურ მედიაში დაბრუნების შემდეგ, კანიე უესტი დატვირთული 2025 წლისთვის ემზადება. Vultures The Movie-ს გამოშვების პარალელურად ის უკვე გეგმავს სოლო ალბომის – Bully-ის გამოშვებასაც.

ეს პროექტი იქნება კანიე უესტის პირველი სოლო ალბომი 2021 წლის Donda-ს შემდეგ. არტისტმა ალბომის გარეკანი გასულ წელს უკვე გაავრცელა. 2024 წელი უესტისთვის წარმატებული აღმოჩნდა. არტისტი Vultures-ით Billboard 200-ის ჩარტში დაბრუნდა.

იხილეთ Vultures The Movie-ის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი 2016 წელი. ფოტო ენტონი ჰარვი

ბრიტნი სპირსმა ლოს- ანჯელესის სახლი ხანძრის გამო დატოვა

შემდეგი სტატია

ბიორკის თქმით, ბოლო პერიოდის ტურნეების განრიგი რეალური ცხოვრების საშუალებას აძლევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი