ბრიტნი სპირსმა ლოს- ანჯელესის სახლი ხანძრის გამო დატოვა

პოპ ვარსკვლავი დროებით სასტუმროში გადავიდა, „ვლოცულობ, რომ ყველანი კარგად იყოთ“ – ამბობს ბრიტნი სპირსი
ბრიტნი სპირსი 2016 წელი. ფოტო ენტონი ჰარვი
ბრიტნი სპირსი 2016 წელი. ფოტო ენტონი ჰარვი

„იმედია, ყველანი კარგად ხართ!!!“ – წერს ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აზიარებს.  „იძულებული გავხდი, სახლი დამეტოვებინა და 4 საათია ვმგზავრობ, რათა სასტუმრომდე მივიდე“.

„ბევრ ადამიანს შეიძლება ტელეფონიც არ ჰქონდეს ახლოს!!!  ბოლო ორი დღე ტელეფონს ვერ ვრთავდი, რადგან ელექტროენერგია არ მქონდა და მისი დამუხტვა არ შემეძლო. ახლა დავიბრუნე ტელეფონი,  ვლოცულობ, რომ ყველანი კარგად იყოთ. ჩემს სიყვარულს გიგზავნით 🌹!!!“ – ამბობს ბრიტნი სპირსი

პოპ-ვარსკვლავი ერთ-ერთია იმ ცნობილ სახეებსა და ათიათასობით კალიფორნიელ მოქალაქეს შორის, ვისაც ლოს-ანჯელესის რეგიონის დატოვება მოუწია, მას შემდეგ, რაც სამშაბათ დილით, 7 იანვარს, პალისეიდში სტიქიური ხანძარი გაჩნდა, რომელიც ქარმა კიდევ უფრო გააძლიერა. ხანძარი სწრაფად გავრცელდა მთელ ქალაქში და მეხანძრეებმა მისი კონტროლი ვერ შეძლეს. ამასთან, ახალი ხანძრის კერები ჰოლივუდის მთებსაც მოედო. ხანძარმა იჩინა თავი  პასადენაში, ალტადენაში, სილმარში და კალაბასასში. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ათამდე ადამიანია გარდაცვლილი.

უამრავი შენობა-ნაგებობა დაიწვა და განადგურდა,  მათ შორის იყო  ცნობილი ვარსკვლავების სახლებიც, რომლებიც თინა ნოულზის, ბრედ პეისლის, მენდი მურის და ჟენე აიკოს ეკუთვნოდათ. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილმა სახეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

„მე ლოცვა არ ვიცი, მაგრამ დღეს ვილოცებ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამდენი რამ დაკარგა. საქმე არ ეხება ხელოვნებას ან სუვენირებს. ეს არის ფოტოები, წერილები, ის ნივთები, რომლებიც   ჩვენს საყვარელ ადამიანებს გვახსენებს. ვინც ამდენი ტკივილი გამოიარა და ამდენი რამ დაკარგა, ვუსურვებ, ეპოვოს რაღაც იმედი და მხარდაჭერა ოჯახისა და მეგობრებისგან, -წერს ჯონ მაიერი სოციალურ ქსელში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სოულის ლეგენდარული მომღერალი სემ მური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Ye-მ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი Vultures-ის ფილმის პირველი ტრეილერი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი