კენდრიკ ლამარმა გაამხილა, რომ Super Bowl Halftime Show-ს სპეციალური სტუმარი SZA იქნება

მუსიკალური პარტნიორები ახალი ორლეანის „სუპერდოუმის” სცენაზე 9 თებერვალს წარდგებიან.
კენდრიკ ლამარი და SZA
Apple Music

კენდრიკ ლამარი Apple Music-ის Super Bowl Halftime Show-ზე გამოსასვლელად ემზადება და თან ერთი მეგობარი მიჰყავს.

ხუთშაბათს ლამარმა Apple Music-თან ერთად 9 თებერვლის შოუს თიზერი გაავრცელა. კლიპში კი რეპერმა სწორედ იმ ერთი მეგობრის ვინაობა გაამხილა, რომელთან ერთადაც „სუპერდოუმის” სცენაზე წარდგება და ეს არის SZA.

ამ ეტაპზე უცნობია, რას შეასრულებენ მუსიკალური პარტნიორები სცენაზე, რადგან მათ არაერთი დუეტი აქვთ, მათ შორის 30 for 30, Luther, Gloria, All the Stars და Doves in the Wind.

2022 წელს კენდრიკი თავად იყო სპეციალური სტუმარი სნუპ დოგისა და Dr. Dre-ს Super Bowl Halftime Show-ზე ლოს-ანჯელესში. ახლა კი უკვე მისი ჯერია, ჰედლაინერის პოსტი დაიკავოს. „რეპი დღემდე რჩება მუსიკის ყველაზე გავლენიან ჟანრად,” – თქვა ლამარმა სექტემბერში, როცა ცნობილი გახდა, რომ Super Bowl-ის სცენაზე სწორედ ის წარდგებოდა. „და მე იქ ვიდგები, რათა მსოფლიოს შევახსენო, თუ რატომ.” 

2024 ლამარისთვის წარმატებული წელი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, 2025-ში მისი წარმატება კიდევ ახალ მასშტაბებს მიაღწევს. თებერვალი რეპერისთვის დატვირთული თვე იქნება. ის გრემის შვიდ ნომინაციაშია წარდგენილი და, სავარაუდოდ, სახლში რამდენიმე ჯილდოს წაიღებს, სანამ ახალი ორლეანისკენ გაემართება. 

Super Bowl-ის შემდეგ კი კენდრიკ ლამარი და SZA ერთობლივი Grand National Tour-ის ფარგლებში ჩრდილოეთ ამერიკული კონცერტების სერიას აპრილში დაიწყებენ. 

ნახეთ Super Bowl Halftime Show-ზე ლამარისა და SZA-ს ერთობლივი გამოსვლის თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესი Hollywood Reporter-ის ყოველწლიურ Women in Entertainment Gala-ს ესწრება. 2024 წლის 4 დეკემბერი. ბევერლი ჰილზი, კალიფორნია. ემა მაკინტაირი/WireImage

სელენა გომესი ახალ მუსიკალურ პროექტზე მუშაობს

შემდეგი სტატია

ბრედ პიტის გეგმები ჯეფ ბაკლის ბიოგრაფიული ფილმისთვის მუსიკოსის დედამ ჩაშალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი