ბიონსემ 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ქანთრი ალბომის ჯილდო მოიპოვა

ბიონსეს ჯილდო ტეილორ სვიფტმა გადასცა.
ბიონსე 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Valerie Macon/AFP via Getty Images

ბიონსეს Cowboy Carter-მა 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ქანთრი ალბომის ჯილდო მიიღო. ამ გამარჯვებით, ბიონსე გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ამ კატეგორიაში გრემი მოიპოვა.  

ჯილდო გამარჯვებულს ტეილორ სვიფტმა გადასცა. მან სცენაზე გამოსვლისას აღნიშნა: „ამბობენ, რომ არასდროს გავიწყდება, საიდან მოდიხარ და მე არასდროს დამავიწყდება, რომ ზუსტად ამ ადგილას, თითქმის 15 წლის წინ, წლის საუკეთესო ქანთრი ალბომისთვის გრემი მივიღე. ეს დიდი პატივია, რომელიც ისეთ დიდებულ არტისტებს ხვდათ წილად, როგორებიც არიან: The Chicks, ჯონი ქეში, ლორეტა ლინი, ჯორჯ სთრეიტი, ფეიტ ჰილი, ვინს გილი, ელისონ კრაუსი და შანია ტვეინი.“  

ამის შემდეგ სვიფტმა გამარჯვებულად ბიონსე გამოაცხადა, რის შემდეგაც დარბაზში ოვაციები გაისმა. ბიონსე ფეხზე წამოდგა, თავის მეუღლეს, ჯეი-ზის და ქალიშვილს, ბლუ აივის გადაეხვია, შემდეგ კი ჯილდოს ასაღებად სცენაზე ავიდა.  

სცენაზე სვიფტს მიესალმა და დარბაზს მიმართა: „ღმერთო ჩემო… მინდა, პირველ რიგში, ღმერთს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წლის შემდეგაც ისევ ვაკეთებ იმას, რაც ასე ძალიან მიყვარს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქანთრი მუსიკის შემსრულებელ ყველა იმ არტისტს, ვინც ამ ალბომს კეთილგანწყობით შეხვდა. ჩვენ მართლაც უდიდესი შრომა ჩავდეთ მასში. ვფიქრობ, ზოგჯერ ჟანრი უბრალოდ სიტყვაა, რომელიც ჩვენ, არტისტებს, ჩარჩოებში გვამწყვდევს. მინდა, ყველამ გაბედოს იმის გაკეთება, რაც უყვარს და არასდროს შეეშინდეს მიზნისკენ სვლის.“  

ბიონსემ მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს და Cowboy Carter-ზე მომუშავე კოლეგებს: „ამ ალბომს თქვენ გარეშე ვერ შევქმნიდი,“ — მიმართა არტისტმა  თავის გულშემატკივრებსა და მსმენელებს. ბოლოს კი დაამატა: „ახლაც შოკში ვარ. უდიდესი მადლობა ამ პატივისთვის!”  

Cowboy Carter გამოსვლისთანავე ორი კვირის განმავლობაში Billboard 200-ის ლიდერი იყო. ალბომის შექმნაში არაერთი არტისტი მონაწილეობდა, მათ შორის ქანთრი მუსიკის ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან დოლლი პარტონი და უილი ნელსონი. ამასთანავე, ალბომი პატივს მიაგებს შავკანიან ქანთრი პიონერებს, მათ შორის ლინდა მარტელს და თანამედროვე შავკანიან ქანთრი შემსრულებლებს. 

დაჯილდოების ამავე საღამოს ბიონსე გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში გრემი ქანთრი მუსიკისათვის მოიპოვა. მან ჯილდო ასეგე მიიღო საირუსთან ერთად ჩაწერილი სიმღერისთვის — II Most Wanted. ნამუშევარმა  წლის საუკეთესო ქანთრი დუეტის/ჯგუფის შესრულების კატეგორიაში გაიმარჯვა. ამ კატეგორიაში შავკანიან არტისტს გრემი ბოლოს 1975 წელს The Pointer Sisters-ს გადაეცა. 

ბიონსე წელს გრემის დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი — 11 ნომინაციით იყო წარმოდგენილი. 2025 წლის გრემის ცერემონია CBS-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ლოს-ანჯელესის Crypto.com Arena-დან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ექვსი არტისტი, რომლებიც 2025 წლის გრემის დაჯილდოების საუბრების მთავარი გმირები იქნებიან

შემდეგი სტატია

გრემის დაჯილდოებაზე The Weeknd მოულოდნელი პერფორმანსით დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
მეტი

გრემის დაჯილდოებაზე The Weeknd მოულოდნელი პერფორმანსით დაბრუნდა

არტისტმა ჯერ კიდევ 2021 წელს, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გრემის ბოიკოტს უცხადებდა.
მეტი

ექვსი არტისტი, რომლებიც 2025 წლის გრემის დაჯილდოების საუბრების მთავარი გმირები იქნებიან

ბიონსედან დაწყებული, ჩაპელ როუნით დასრულებული, ამ სუპერვარსკვლავებმა შესაძლოა წლევანდელი ცერემონია განსაზღვრონ
მეტი