Doechii-სთვის პირად ურთიერთობაში წითელი დროშა ჰეტეროსექსუალი კაცია

რეპერი ღიად ბისექსუალია.
Doechii
“Hot Ones Versus”

Doechii ღიად ბისექსუალი ქალია, რაც მან 2022 წელს GQ-სთან ინტერვიუში გაამხილა. ამჯერად კი ის DJ Miss Milan-თან ერთად Hot Ones Versus-ის ეპიზოდის სტუმარი იყო, სადაც მეგობრებმა ისაუბრეს, თუ რა იყო მათი წითელი დროშები, როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. 

Doechii-მ გაამხილა, რომ მისი წითელი დროშა ჰეტეროსექსუალი კაცია. Miss Milan-მა კი ამაზე გაიცინა და აღიარა, რომ ის პირდაპირ კაცების თქმას აპირებდა.

გრემის მფლობელი რეპერი საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე საუბარს არ ერიდება. „მე ბისექსუალი ვარ,” – თქვა მან დეკემბერში. „მე მქონია ურთიერთობა ბისექსუალ კაცთან. ეს არ არის პრობლემა.”

„პირდაპირ მითხარი. მიგიღებ ისეთს, როგორიც ხარ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, “ – განაგრძო მან. „ჩემი აზრით, ეს კიდევ ღალატის დამატებას ჰგავს ტყუილზე, თუ ვინ ხარ შენ, როგორც ადამიანი. როგორ შემიძლია ვიყო ბისექსუალი და ვხვდებოდე ადამიანს, რომელიც ბისექსუალია? რატომ, იმიტომ, რომ ის კაცია? ეს ვის ადარდებს?”

რეპერმა ასევე დაადასტურა, რომ ამჟამად მეგობარი გოგონა ჰყავს. ხოლო რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, Doechii აქტიურად ემზადება ვარსკვლავური სტატუსის გასამყარებლად სადებიუტო ალბომით, რომლის გამოსვლაც წელს იგეგმება. 

ნახეთ Hot Ones Versus-ის ეპიზოდი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რატომ ფიქრობს „ფიფას” პრეზიდენტი, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დრეიკის გამოსვლა კარგი იდეაა 

შემდეგი სტატია

კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი