Billboard Georgia Stage-ზე ბექა გოჩიაშვილმა ბენდთან ერთად Republic-ში ექსპერიმენტული პროექტი წარადგინა

კონცერტი ახალ მუსიკალურ ლეიბლთან, Break Records-თან თანამშრომლობით გაიმართა.
ბექა გოჩიაშვილი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia
ბექა გოჩიაშვილი
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილმა ბენდთან ერთად კონცერტი გამართა. პიანისტმა Republic-ის სცენაზე წარადგინა ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც ქართველმა აუდიტორიამ პირველად მოისმინა. მუსიკალურ საღამოზე ბექა გოჩიაშვილთან ერთად დაუკრეს: ლუკა თოფურიამ (კლავიში), ლევან დეისაძემ (ბას-გიტარა) და  სოსო ცაგარეიშვილმა (დასარტყამი ინსტრუმენტი).

პროექტის შექმნის იდეასა და მუშაობის პროცესზე ბექა გოჩიაშვილი Billboard Georgia-ს ესაუბრა:

„ეს პროექტი სპონტანურად დაიბადა. ჯაზ კლუბ 1984-ში გვქონდა კონცერტი, სადაც სპეციალური სტუმარი უნდა ყოფილიყო ლუკა თოფურია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთი ნომრის გარდა, მთლიანი კონცერტი  ერთად დავუკარით. მაშინვე მივხვდით, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა. ბევრ მუსიკოსთან ერთად დამიკრავს. ზოგი კოლაბორაცია ყოფილა კარგი და ზოგი განსაკუთრებული, ეს განსაკუთრებული იყო. ჩვენი მუსიკალური თანხვედრა ძალიან კარგად მიდის და ამასთან ერთად, გამოწვევების არც  ერთს არ გვეშინია. აქამდე ასე კონცერტისთვის არ მოვმზადებულვართ და ასე ინტენსიურად რეპეტიციები არ მქონია.”

ბექა გოჩიაშვილის  ბენდის კონცერტი ახალ  მუსიკალურ ლეიბლთან, Break Records-თან თანამშრომლობით გაიმართა. ლეიბლი  არტისტს სრულ მომსახურებას გაუწევს, რომელშიც შედის ხმის ჩაწერა, პროდაქშენი, პროდიუსინგი, დისტრიბუცია და პოპულარიზაცია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

მუსიკალური წარმოდგენა ჰამბურგში, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

„არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. თვითონაც იციან, რომ არ აქვთ,” – განუცხადა დეივისმა ABC News-ს.
მეტი