Redium საქართველოში მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზებითაა დაკავებული. კომპანია ღონისძიებების სერიას აგრძელებს, შემდეგი გრანდიოზული კონცერტი კი 16 ნოემბერს ძველ სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც აუდიტორიის წინაშე ლეგენდარული ბრიტანული როკ ბენდი Deep Purple წარდგება.
„ამ შოუსთვის დიდი ხანია, ვემზადებით. ერთ წელზე მეტია, ბენდთან მოლაპარაკებები გვაქვს. მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება წლის საუკეთესო შოუ, რომელიც ნამდვილმა მელომანმა არ უნდა გამოტოვოს.” – აღნიშნა ბილბორდთან საუბარში REDIUM-ის დამფუძნებელმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბენდი თითქმის 60 წელია, მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა. წელს Deep Purple-ის ბოლო მუსიკალურ ტურნე იქნება, სწორედ ამ ტურნეს ფარგლებშია დაგემილი კონცერტი თბილისში. ეს მსმენელისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კონცერტს დაესწროს.
ბრიტანული ბენდი 1968 წელს ჩამოყალიბდა. დასაწყისში ბენდი ფსიქოდელიურ როკს უკრავდა, შემდეგ კი იმ გრიგალად გარდაიქმნა, რომელმაც მძიმე როკს დაუდო საფუძველი. მათი საკულტო სიმღერა Smoke on the Water როკ მუსიკის ჰიმნად იქცა, – ეს არის რიფი, რომელსაც ყველა გიტარისტი თამაშის წესით სწავლობს. ესაა მუსიკალური ქრონიკა, რომელიც Deep Purple-ის ცეცხლოვან ენერგიას ატარებს.
Deep Purple-ის საკონცერტო პერფორმანსები გამორჩეულია. მათი ავთენტური სტილი სცენაზე ნამდვილ ალქიმიას ქმნის, რომელიც მძლავრი, არაპროგნოზირებადი ენერგიით გამოირჩევა.
57 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში Deep Purple ყოველთვის რჩებოდა ახლებური, ენერგიული და დაუმორჩილებელი. მიუხედავად იმისა, რომ მათი მუსიკა კლასიკად არის აღიარებული, ისინი არასდროს რჩებოდნენ წარსულში და ახალი მუსიკითა და ექსპერიმენტებით ყოველთვის მიდმივად სიახლისკენ ისწრაფოდნენ.
დღესაც, როდესაც Deep Purple სცენაზე დგება, ეს აღარ არის მხოლოდ კონცერტი – ეს არის როკ-ისტორიის ცოცხალი მასტერკლასი. სწორედ ასეთი ლეგენდარული ბენდის კონცერტი გაიმართება თბილისში 16 ნოემბერს, ძველი სპორტის სასახლეში. ნამდვილი მელომანებისთვის კი ეს საღამო დღესასწაულად იქცევა.
Deep Purple-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაინტერესებულ პირებს 16 მარტიდან, პლატფორმა Biletebi.ge-ს საშუალებით შეეძლებათ.