კვირის გზამკვლევი: ნახეთ ჩაპელ როუნის, Playboi Carti-ს, Haim-ისა და სხვა არტისტების მიერ გამოცემული ახალი მუსიკა

აღმოაჩინეთ კვირის ახალი რელიზები.
ჩაპელ როუნი
Rick Kern/Getty Images

ბილბორდის მუსიკალური გზამკვლევი ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს გაგაცნობთ – მუსიკას, რომელზეც მომდევნო კვირის განმავლობაში ყველა ილაპარაკებს და რომელიც პლეილისტების დომინანტი გახდება:

ჩაპელ როუნის The Giver – ეს ის შემთხვევაა, როცა 2000-იანების პოპი 1990-იანების ქანთრის ხვდება. სიმღერა, რომლის გამოსვლასაც გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია ელის, პირველად Saturday Night Live-ში გასულ ნოემბერს შესრულდა. კვირების დაანონსების შემდეგ კი საბოლოოდ ოფიციალურად გამოვიდა.

როგორც იქნა, Playboi Carti-მ 2020 წლის Whole Lotta Red-ის შემდეგ ახალი ალბომი გამოსცა. 76-წუთიანი ჩანაწერი, სახელწოდებით I Am Music, 30 სიმღერისგან შედგება და მასში მონაწილეობენ ისეთი ა-კლასის ვარსკვლავები, როგორებიც არიან კენდრიკ ლამარი, The Weeknd, ტრევის სკოტი და Future.

Haim-მა იდეალური ახალი სინგლი გამოსცა –  Relationships. სიმღერა ძველი მეგობრის დაგვიანებულ მოკითხვას ჰგავს ტრიოს მყუდრო სტილით, ბასის ცოცხალი პარტიითა და რიტორიკული კითხვებით ურთიერთობის სტატუსებზე.

თვალისმომჭრელი დაბრუნება ჰქონდა მისტიკურ ბრიტანულ როკჯგუფს Sleep Token-ს სიმღერით Emergence. ეს არის 6-წუთიანი ნაწარმოები, რომელიც მეტალკორს, ჰიპ-ჰოპს, ელექტრონულ მუსიკასა და პოპს აერთიანებს. Emergence, რომელიც მთავარი სინგლია დაანონსებული ალბომიდან Even in Arcadia, ჯგუფისთვის წარმატებული წლის საწინდარია.

სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს ერთობლივი ალბომის რამდენიმე სხვადასხვა ელფერი უკვე ვიხილეთ მის გამოსვლამდე. სიმღერა Sunset Blvd  კი მათ შორის ყველაზე რომანტიკულია. მასში გომესი საქმროსთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

Lil Nas X-ის სინგლებით დატვირთული კვირა HOTBOX-ით დაგვირგვინდა, რომელშიც ფარელ უილიამსის Frontin-ის სემპლია გამოყენებული. მართალია, არც წინა სინგლებია ნაკლები, თუმცა, როგორც ჩანს, რეპერმა საუკეთესო ბოლოსთვის შემოინახა.

Love in Real Life – ორი კვირის წინ ლიზომ დაბრუნების ნიშნად სამი წლის განმავლობაში პირველი სიმღერა გამოსცა. ახლა კი მომღერალმა Still Bad გამოუშვა, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განაცხადია, რომელშიც ლიზო ხაზგასმით წარმოაჩენს თავის ვოკალს, იუმორის გრძნობასა და პოპის ალღოს.

საკმაოდ წარმატებული გამოდგა Peso Pluma-ს ბოლო სინგლი. თუმცა ამ კვირაში გამოცემული RARI ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერა აღმოჩნდა მათ შორის, რაც კი მას ბოლო წლების განმავლობაში გამოუცია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დოლი პარტონი ქმრის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა 

შემდეგი სტატია

ლეგენდარული ბენდის Deep Purple-ის კონცერტი REDIUM-ის ორგანიზებით თბილისში გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი