Сorpus Trombone Quartet თბილისში კონცერტს გამართავს

მსოფლიოში ცნობილი უნგრული კვარტეტი ქართველი მსმენელის წინაშე 22 მარტს წარდგება.

22 მარტს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მსოფლიოში აღიარებული უნგრელი ტრომბონისტების კვარტეტის, Сorpus Trombone Quartet-ის კონცერტი გაიმართება. ვირტუოზი მუსიკოსები სცენაზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგებიან. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. შესრულდება სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორების ნაწარმოებები, როგორც ტრომბონების კვარტეტის, ასევე სიმფონიური ორკესტრისთვის.

Сorpus Trombone Quartet მსოფლიოში ცნობილი უნგრული კვარტეტია. მას მოგებული აქვს კამერული მუსიკის ოთხი საერთაშორისო კონკურსი და არის პრესტიჟული Artisjus Prize-ის სამგზის მფლობელი. 2024 წელს კვარტეტმა ფერენც ლისტის ჯილდო დაიმსახურა.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Artist-ის ახალი გამოცემის მთავარი გმირია ჯისუ

შემდეგი სტატია

კანიე უესტის თქმით, Playboi Carti-მ მისი ვერსია ახალი ალბომიდან ამოიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

პოპვარსკვლავმა შაბათს გამართულ სეტზე უდიდესი ჰიტები YouTube-ის ვიდეოების ფონზე შეასრულა და განვლილი გზა გაიხსენა.
მეტი

Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“ 

Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“
მეტი

რას ამბობს Ye-ს ალბომის, Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები არტისტის ამჟამინდელ სტატუსზე?

რამდენად შეესაბამება Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებს? Billboard-ის გუნდის წევრები ამ და სხვა კითხვებს პასუხობენ.
მეტი