მაილი საირუსმა ახალი ალბომი Something Beautiful დააანონსა

LP 13 სიმღერას მოიცავს.
მაილი საირუსი - ფოტო: გლენ ლუჩფორდი
მაილი საირუსი – ფოტო: გლენ ლუჩფორდი

მაილი საირუსი გულშემატკივრებისთვის რაღაც განსაკუთრებულს ინახავს.  პოპვარსკვლავმა გაზაფხულის ბოლოს ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა, რომელშიც 13 სიმღერაა გაერთიანებული.

24 მარტს მომღერალმა ინსტაგრამზე ალბომის გარეკანი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ალბომი Something Beautiful 30 მაისს  Columbia Records-ის მეშვეობით გამოვა. პოპვარსკვლავმა ალბომზე აღმასრულებელ პროდიუსერ შონ ევერეტთან ერთად  იმუშავა.

პოსტის აღწერის მიხედვით, Something Beautiful-ის ყდა ხაზგასმით გამოხატავს ალბომის თამამ ესთეტიკასა და ვიზუალურ თხრობას.

მომავალი ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით მაილი საირუსმა ოფიციალური განცხადება დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა, როდესაც გულშემატკივრებს ახალი ეპოქის დასაწყისზე მიანიშნა.

​​Something Beautiful მაილი საირუსის 2023 წლის ალბომ Endless Summer Vacation-ის შემდეგ პირველი ალბომია. ამ უკანასკნელმა კი Billboard 200-ის რეიტინგში მე-3 ადგილი დაიკავა. ალბომში ასევე შედის ჰიტი Flowers, რომელიც Billboard Hot 100-ის სათავეში რვა კვირის განმავლობაში პოზიციონირებდა,  2024 წლის Grammy-ის დაჯილდოებაზე კი საირუსმა წლის ჩანაწერისა და საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ჯილდო მიიღო, რაც მისთვის Recording Academy-ის პირველი აღიარებაა.

მომღერალმა გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ მომავალი ალბომი Pink Floyd-ის The Wall-ის ინსპირაციითაა შექმნილი, თუმცა მისი თქმით, ეს ალბომი უფრო გლამურული და პოპ-კულტურით გაჯერებული იქნება.

„ეს პროექტი ჩემ გულთან ძალიან ახლოს დგას,  ალბომის ვიზუალური კომპონენტი მის ჟღერადობას  განსაზღვრავს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეულ სიმღერას ჰქონოდა საამო ჟღერადობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ნგრევას, გულისტკივილს ან სიკვდილს ეხებოდეს, მათი ვიზუალი მაინც ლამაზია, რადგან ცხოვრების ყველა რთულ პერიოდს თავისი სილამაზე ახლავს.“ – აღნიშნა მაილი საირუსმა.

ნახეთ მაილი საირუსის ალბომის Something Beautiful-ის ოფიციალური ანონსი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი 2024 წლის 27 ივლისი, კალიფორნია - ფოტო: კევორკ ჯანსეიზანი / Getty Images

ჯასტინ ბიბერი სტუდიიდან ჯემ სესიის ვიდეოს აზიარებს

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator-ის თქმით, ტურნეს ფარგლებში, Chromakopia-ს გარდა, არც ერთი სხვა ალბომის სიმღერას არ შეასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი