ქართულმა ინდი-როკ ბენდმა „ჩვენება“ სადებიუტო ალბომი Counter Clockwise წარადგინა

Counter Clockwise 12 სიმღერას აერთიანებს.
მუსიკალური ბენდის, „ჩვენება“-ს წევრები: ელი, არჩილ მამასახლისი, ლუკა ჯლანტიაშვილი. ფოტო: დიმიტრი ჯლანტიაშვილი
მუსიკალური ბენდის, „ჩვენება“-ს წევრები: ელი, არჩილ მამასახლისი, ლუკა ჯლანტიაშვილი.
ფოტო: დიმიტრი ჯლანტიაშვილი

„ჩვენება“ 2022 წელს არჩილ მამასახლისმა და ბენდის ყოფილმა წევრმა, ირაკლი გელაშვილმა ჩამოაყალიბეს. ამავე წელს ჯგუფმა სადებიუტო EP „გარდამავალი დებულებები” გამოუშვა. ამის შემდეგ ბენდის შემადგენლობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა – ჯგუფი ირაკლი გელაშვილმა დატოვა. „ჩვენების“ ამჟამინდელი წევრები არიან: არჩილ მამასახლისი (ვოკალი, გიტარა), ელი (ბასი, ვოკალი) და ლუკა ჯლანტიაშვილი (დრამი). ახლახან მუსიკალურმა კოლექტივმა პირველი სრული ალბომი გამოსცა, რომლის სახელწოდებაა Counter Clockwise.

ახლად გამოცემული ალბომის შესახებ Billboard Georgia  ბენდის წევრებს ესაუბრა.  

„ჩვენება“: 

„მას შემდეგ, რაც ირაკლი ჯგუფიდან წავიდა, კლასიკური როკის ნაწილი ალბათ მთლიანად ჩამოეხსნა ჯგუფს, მაგრამ დაემატა შუგეიზის, ნოიზ-პოპის და პოპის ელემენტები, რამაც მუსიკა მრავალფეროვანი გახადა. გამონაკლისია Counter Clockwise-ში შესული ერთი სიმღერა – „ნაპირი“, რომელიც ირაკლისთან ერთად დავწერეთ. ძირითადი მიმართულება ალბათ უფრო ინდია, რადგან სამივე ძირითადად ამ ჟანრს ვუსმენთ და მუსიკაც მსგავსი გვაფიქრდება.“  

კონცეფციის მხრივ, Counter Clockwise-ის ძირითადი აქცენტი ინსტრუმენტულ ჟღერადობაზეა, თუმცა თავად ალბომის სახელწოდება სიმღერების შინაარსმა განსაზღვრა. ბევრი სიმღერის ტექსტი დროს უკავშირდება, ხოლო Counter Clockwise ითარგმნება, როგორც „საათის ისრის მოძრაობის საპირისპიროდ“.  

„ჩვენება“ – Counter Clockwise.
ფოტო: დიმიტრი ჯლანტიაშვილი

მუსიკალურად, ალბომის სიმღერები ერთმანეთისგან განსხვავდება, თითოეულში სხვადასხვა ინსტრუმენტი დომინირებს.  

„ჩვენება“: 

„შეგვეძლო, ყველა სიმღერა უფრო ერთგვაროვანი გაგვეხადა, რაც ზოგადად ცუდი არ არის და ალბომს უფრო თანმიმდევრულს ხდის, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ სიმღერები მსგავსი ყოფილიყო, არ გვინდოდა, ისეთი ტიპის ნაწილები ჩაგვესვა, რომლებიც იმ მონაკვეთს არ უხდებოდა. მაგალითად, ალბომში შესული სიმღერის Broken Engines გიტარა ძალიან ხმამაღალია და ერთი მოსმენით, ხმაურის გარდა, სხვას ბევრს არაფერს აჟღერებს. ამ სიმღერაში სხვა ტიპის გიტარის ვერსიაც ჩავწერეთ, რომელიც უფრო მელოდიური იყო და მეტად ჰგავდა ალბომის სხვა სიმღერებს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ პირველი ვერსია სჯობდა და ის დავტოვეთ. ამ პრინციპით, მგონი, ბევრი მუსიკოსი მუშაობს და ჩვენც ალბათ მათ რიგებში შევდივართ.“  

Counter Clockwise 12 სიმღერას აერთიანებს. მათი ძირითადი ნაწილი 2023-25 წლებში შეიქმნა, თუმცა ალბომში უფრო ადრე დაწერილი სიმღერებიც შედის.  

„როცა ჯგუფის რომელიმე წევრს რაიმე იდეა უჩნდება, სხვებს უზიარებს და შემდეგ განვიხილავთ ხოლმე. შეიძლება, ეს იდეა დასრულებული სიმღერა იყოს ან უბრალოდ მელოდია. თუ დაუსრულებელი სიმღერაა, დანარჩენი წევრები თავიანთ პარტიებს იგონებენ, ოღონდ მკაცრად განსაზღვრული როლები არ გვაქვს – შეიძლება, ელიმ გიტარის პარტია მოიფიქროს ან არჩილმა დრამის. საბოლოო ვარიანტს რეპეტიციაზე ვუკრავთ და თუ ყველას მოგვწონს, ჩავწერთ. ხშირად, სიმღერა ჩაწერის მომენტში მოგვწონს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აზრი გვეცვლება. ამ ალბომისთვის 17 სიმღერა გვქონდა დემოს სახით ჩაწერილი, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 12 დავტოვეთ,” – ამბობენ ბენდის წევრები.

ბენდი უახლოეს მომავალში მსმენელს მუსიკალურ ვიდეოსაც წარუდგენს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. „ჩვენება“ ცოცხალ მუსიკალურ საღამოსაც გეგმავს, რომელზეც ახალ ალბომში შესული კომპოზიციები გაჟღერდება. 

Counter Clockwise უკვე ხელმისაწვდომია მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე. ალბომის დისტრიბუციის ნაწილში ბენდმა არტისტ-მენეჯმენტ კომპანიასთან, Bloom Music-თან ითანამშრომლა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, The Creator-ის თქმით, ტურნეს ფარგლებში, Chromakopia-ს გარდა, არც ერთი სხვა ალბომის სიმღერას არ შეასრულებს

შემდეგი სტატია

ტრევის სკოტი ახალ კომპილაციურ ალბომს – JACKBOYS 2-ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი