Sevda Universal – მაქსიმე მაჩაიძის ახალი ქართულენოვანი ალბომი

ალბომი ინტერნეტში 25 მარტს გამოქვეყნდა.

მაქსიმე მაჩაიძემ, სასცენო სახელით Max.95, ახალი ალბომი – Sevda Universal წარადგინა. ალბომი ინტერნეტში 25 მარტს გამოქვეყნდა.  აღსანიშნავია, რომ Sevda Universal ქართულენოვანია და 16 ტრეკს აერთიანებს. ალბომის ფროდაქშენზე თავად მაქსიმე მაჩაიძემ იმუშავა. 

სრული ალბომის გამოქვეყნებამდე სამი კვირით ადრე, პირველ მარტს არტისტმა მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია ტრეკზე სახელწოდებით Tetnuldi. კომპოზიცია Sevda Universal-ის ინტროა და ახალი ალბომის გამოცემა სწორედ ამ კლიპით დაანონსდა. Tetnuldi-ს ვიდეოს რეჟისორები თავად მაქსიმე მაჩაიძე და გიორგი ზათიაშვილი არიან. 

ალბომი ამჟამად ხელმისაწვდომია YouTube-ზე, მარტის ბოლომდე კი სტრიმინგ სერვის Spotify-ზეც განთავსდება.

მოუსმინეთ Max. 95-ის ახალ ალბომს – Sevda Universal: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

Playboi Carti-მ ახალი ალბომის დელუქს ვერსია გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი