მუქი

DEENA ახალ სიმღერას აანონსებს 

„გრიგალი” პირველ აპრილს გამოვა და ის სტიქიურ მოვლენებსა და მათგან დაზარალებულებს ეძღვნება.
DEENA

DEENA ახალ სიმღერას აანონსებს, სახელწოდებით გრიგალი”. სოციალურ ქსელში მუსიკოსი მოკლე ვიდეოებს აზიარებს, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ – სტიქიური მოვლენები. ყველა მათგანის აღწერაში კი ვკითხულობთ: სოლიდარობა სტიქიით დაზარალებულებს.” კომპოზიცია პირველ აპრილს გამოვა.

DEENA:

„სიმღერა ეძღვნება სტიქიურ მოვლენებს: გრიგალს, ზვავს, დიდთოვლობას, თქეშს, ქარბუქებს, სეტყვას, დასეტყვილ ვენახებს. ასევე იმასაც, თუ რას იწვევენ ჩვენში ეს მოვლენები. ხანდახან თავად ადამიანი შეიძლება იყოს გრიგალი, ხანდახან კი – შენი ქვეყნის მდგომარეობა. გრიგალში ყველაზე რთული ის არის, რომ მის დროს ნავიგაცია ძნელია, ყველანაირი კურსი და საერთოდ ყველაფერი ირევა. ეს სტიქიაა, რომელიც გაუძლურებს. ბევრია ასეთი სტიქია დღეს ჩვენთან და, მეორე მხრივ, ჩემთვის ბევრი რამაა სტიქიური. სტიქია გიმორჩილებს. მის წინაშე უძლური ხარ და მას ვერ აკონტროლებ. სტიქიურ მოვლენებში კი თოვლი მათთვის უფრო მაღალია, ვინც ღარიბია. რაც შეეხება ქვეყანას, ამ კრიზისში, რომელიც გამოწვეულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა პოლიტიკურად მიდის, ბევრ გრიგალს ველოდებით. ეს სიმღერა კი სიჩუმეა გრიგალის წინ.”

სიმღერის ავტორები თავად DEENA და ნიკა ფასური არიან, რომელიც ასევე ტრეკის პროდიუსერია. მიქსინგ/მასტერინგი ლუკა თელიას ეკუთვნის. მუსიკალურ ვიდეოზე კი ასევე DEENA-მ და გიორგი სოლომანაშვილმა იმუშავეს.

გრიგალი” ერთ-ერთი სიმღერაა DEENA-ს მომავალი LP-დან, სახელწოდებით Satellites. ალბომში შემავალი კომპოზიციები თანდათან გამოქვეყნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Playboi Carti-მ ახალი ალბომის დელუქს ვერსია გამოუშვა

შემდეგი სტატია

კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი