კეტი პერი ქალების ეკიპაჟთან ერთად კოსმოსში Blue Origin-ის რაკეტით გაემგზავრა

დედამიწაზე დაბრუნებისას პერიმ What a Wonderful World შეასრულა.
კეტი პერი 2024 წლის MTV Video Music Awards-ზე.
John Shearer/Getty Images for MTV

კეტი პერი Blue Origin-ის კოსმოსური ხომალდით, მხოლოდ ქალებისგან შემდგარ ეკიპაჟთან ერთად კოსმოსში გაფრინდა. ხომალდი ტეხასში მდებარე ჯეფ ბეზოსის კომპანიის ობიექტიდან აფრინდა. გაშვებამდე CBS-მა აჩვენა კადრები, სადაც ეკიპაჟის წევრები ფანჯრებიდან იყურებოდნენ და მაყურებლებს ესალმებოდნენ. გაშვებიდან თითქმის სამი წუთის შემდეგ, დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეზე, ხომალდი გამშვებ ბუსტერს გამოეყო.  

პერისთან ერთად ხომალდზე იმყოფებოდნენ ჯეფ ბეზოსის მეგობარი ქალი ლორენ სანჩესი, CBS-ის წამყვანი გეილ კინგი, აერონავტიკის ინჟინერი აიშა ბოუ, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და ნობელის პრემიაზე ნომინირებული ამანდა ნგუიენი და პროდიუსერი კერიენ ფლინი. კაფსულის გამოყოფის მომენტი CBS-ის კამერებმა დააფიქსირეს.

ეკიპაჟი დაახლოებით სამი-ოთხი წუთით უწონადობის მდგომარეობაში იყო. კოსმოსიდან დედამიწის ხილვით აღფრთოვანებული ეკიპაჟის წევრების რეაქციები ეთერშიც მოხვდა. ამის შემდეგ ხომალდი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა. კაფსულის კარი ჯეფ ბეზოსმა გახსნა. კეტი პერი პატარა გვირილით ხელში გამოვიდა, სავარაუდოდ, ეს მისი ქალიშვილის, დეიზისადმი მიძღვნილი ჟესტი იყო. შემდეგ კი მუხლებზე დაიჩოქა და მიწას აკოცა.

11Alive-თან ინტერვიუში გეილ კინგმა თქვა: „ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს მოხდა.” მისი თქმით, ფრენის ინსტრუქტორმა ყველაზე წარმატებული მოსწავლე უწოდა, რადგან ეშინოდა, მაგრამ მაინც გაბედა.

კინგის თქმით, პერიმ უკან დაბრუნებისას ლუი არმსტრონგის ცნობილი სიმღერის “What a Wonderful World”-ის მცირე ნაწყვეტი იმღერა. „ყველა სთხოვდა, რომ Roar ან Firework ემღერა,“ – აღნიშნა კინგმა.

პერიმ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა გაიგო, რომ მისი შვილი სიამაყით ადევნებდა თვალს დედის კოსმოსში გაფრენას. კოსმოსში გამგზავრებასა და დაბრუნებაზე საუბრისას პერიმ თქვა, რომ ეს „ყველაზე ძლიერი განცდა“ იყო. „ეს ყველაფერი მხოლოდ კოსმოსში გაფრენა არ არის – ეს არის მომზადება, გუნდი, ნდობა,” – აღნიშნა მან. პერის თქმით, კოსმოსში ნამღერი “What a Wonderful World”  სწორედ კოლექტიურ ენერგიას და იმ ქალებს მიუძღვნა, ვისაც სურს, სამყაროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

კეტი პერის თქმით, მომავალში აუცილებლად დაწერს სიმღერას ამ გამოცდილებაზე. მომღერალმა ფრენის დროს მისი მომავალი ტურნეს სიმღერების სიაც გაამხილა.

სანჩესმა კი თქვა: „არ ვიცი, როგორ აღვწერო. მთვარე დავინახეთ, სავსე მთვარე. დედამიწა ისე მშვიდად ჩანდა. ირგვლივ სიმშვიდე იყო. ბევრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.“

წინა კვირას, Associated Press-თან საუბრისას, კეტი პერიმ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა გაფრენა: „ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები: შენ გაბედული ხარ. შენ ამას აკეთებ მომავალი თაობის შთაგონებისთვის, განსაკუთრებით

გოგოებისთვის. მე კოსმოსში გავფრინდები! –  არანაირი საზღვრები. ძალიან მაინტერესებს ტექნიკური მხარე, STEM-ის სფერო და ყველაფერი, რაც ასეთი წარმატებული მისიის განხორციელებისთვისაა საჭირო,” – თქვა მომღერალმა. 

იხილეთ ეკიპაჟის კოსმოსში გაშვების ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საფრანგეთში ცნობილი მომღერალი და მოცეკვავე სტეფან ლეგარი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აჭარულ ცეკვას ასრულებს

შემდეგი სტატია

Guns N’ Roses – „ყველაზე საშიში ბენდი მსოფლიოში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი