A$AP Rocky-მ თავის სასამართლო პროცესზე საჯაროდ ისაუბრა: „თავისუფლების დაკარგვის მართლა მეშინოდა”

„ვცდილობდი, სულ პოზიტიურად მეფიქრა,“ – ამბობს რეპერი სასამართლო პროცესზე საუბრისას.
A$AP Rocky სასამართლო პროცესზე Clara Shortridge Foltz Criminal Justice Center-ში. 2025 წლის 14 თებერვალი, ლოს-ანჯელესი.

A$AP Rocky-მ პირველად ისაუბრა იარაღით თავდასხმის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე და ის უკიდურესად სტრესულ გამოცდილებად შეაფასა. 

ახალ ინტერვიუში, რომელიც Variety-მ 6 მაისს გამოაქვეყნა, რეპერი დეტალურად აღწერს, როგორი განცდა ჰქონდა თებერვალში, სასამართლო დარბაზში ყოფნისას, როცა მისი პროცესი მიმდინარეობდა. A$AP Rocky თავისმა ყოფილმა მეგობარმა, A$AP Relli-მ 2021 წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, ის ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. როგორც რეპერი ამბობს, ბედნიერია, რადგან კვლავ აქვს საკუთარი საქმის კეთების შესაძლებლობა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შიშობდა თუ არა, რომ დამნაშავედ ცნობდნენ, არტისტმა უპასუხა:. „ამაზე არ უნდა იფიქრო, რადგან ასეთი განწყობით, შესაძლოა, შეცდომები დაუშვა. ვცდილობდი, სულ პოზიტიურად მეფიქრა, მაგრამ ცხადია, ეს იყო საშინლად დამთრგუნველი, ნერვებისმომშლელი. თავისუფლების დაკარგვის მართლა მეშინოდა. უზომოდ მადლობელი ვარ, რომ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მადლიერი ვარ მოსამართლის, რომელიც პატივისცემით მეპყრობოდა – როგორც სრულფასოვან მოქალაქეს. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, ადვოკატის, ოჯახის და დედაჩემის, რომლებიც სულ გვერდში მედგნენ.“

როკიმ ასევე თქვა, რომ სპაიკ ლის მომავალი ფილმის, Highest 2 Lowest-ის პერსონაჟი, რომელსაც თავად განასახიერებს, შთაგონებულია მისი სასამართლო პროცესის გამოცდილებით.

„შევძელი, განმესახიერებინა ადამიანი, რომელსაც დიდხანს მოუწევს ციხეში ყოფნა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს შედეგებს. მე კი რეალურ ცხოვრებაში მქონდა გაცნობიერებული ამის ალბათობა,“ – თქვა რეპერმა და ისიც აღნიშნა, რომ გადაღებები მისთვის „ერთადერთი თავშესაფარი“ იყო სასამართლო დავის პერიოდში.

პროცესის კულმინაციური მომენტი მაშინ დადგა, როცა როკი უდანაშაულოდ ცნეს. გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ ის რიანას ჩაეხუტა. ეს მომენტი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. როგორც რეპერმა Variety-ს უთხრა, ის წამი გამოხატავდა „სიხარულს, როცა უბრალოდ გინდა, სასამართლოს შენობა სასწრაფოდ დატოვო”.

 A$AP Rocky ამჯერად ცხოვრებას სასიამოვნო ამბით აგრძელებს. 2025 წლის Met Gala-ს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რიანამ გაამხილა, რომ ის და რეპერი მესამე შვილს ელოდებიან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lady Gaga ბრაზილიაში გამართულ კონცერტზე, 3 მაისი, 2025 წელი. ფოტო: DANIEL RAMALHO/AFP Getty Images

ბრაზილიაში Lady Gaga-ს რეკორდული შოუს შემდეგ ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ოდესმე მსგავსი მასშტაბის კონცერტს აშშ-მაც უმასპინძლოს?

შემდეგი სტატია

The Blues Brothers გრაფიკული რომანის სახით ბრუნდება 

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი