Ordinary Words/More Than Forever — ქეთათო ნერგაძემ ლაივ სესიის ვიდეოჩანაწერი წარადგინა

როგორც მუსიკოსი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, საღამოს სრული ვიდეოჩანაწერისა და აუდიო ალბომის გამოშვებაც იგეგმება.
ქეთათო ნერგაძე — Ordinary Words/More Than Forever
Live From Leno Records

ქეთათო ნერგაძემ ახალი ვიდეო წარადგინა. ეს არის სიმღერების Ordinary Words და More Than Forever-ის ლაივ სესია, რომელიც Leno Records-ის სივრცეში, 5 იანვარს გამართულ სოლო კონცერტზე ჩაიწერა. ბოლო თვეების განმავლობაში არტისტმა აღნიშნული კონცერტიდან კიდევ ორი ლაივ სესია გამოაქვეყნა. 

ქეთათო ნერგაძე Leno Records-ში გამართულ კამერულ სოლო კონცერტზე მსმენელის წინაშე ბენდთან და კამერულ ორკესტრთან ერთად წარდგა. საღამოზე მან როგორც უკვე გამოქვეყნებული, ასევე სრულიად ახალი, მსმენელისათვის აქამდე უცნობი კომპოზიციები შეასრულა.

„ეს კონცერტი საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა — შემოსული თანხით რეპრესიების პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებულ მეშახტეებს დავეხმარეთ. მალე იგეგმება ამ საღამოს სრული ვიდეოჩანაწერისა და აუდიო ალბომის გამოშვებაც. რაც შეეხება ამ ვიდეოს, Ordinary Words და More Than Forever ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერებია, რომლებიც კონცერტზე ერთ ნომერში გავაერთიანე. ვფიქრობ, ორივე ნაწარმოები თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებს ეხება და საბოლოოდ ერთ საკითხამდე მივდივართ — ადამიანის ეგომდე. სწორედ ამ საერთო თემატიკის გამო გადავწყვიტე მათი ამ ფორმით, ერთად შესრულება,” — ამბობს მუსიკოსი.

როგორც არტისტი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, უახლოეს მომავალში აპირებს,  პირველ სრულ ალბომზე დაიწყოს მუშაობა. არტისტი სამომავლოდ ბენდთან ერთად კონცერტების გამართვასაც გეგმავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როდ სტიუარტი კალიფორნიის ხანძრების დახმარების საქველმოქმედო კონცერტზე - FIREAID Benefit Concert for California Fire Relief. 2025 წლის 30 იანვარი, ფოტო: კევინ მაზური / Getty Images for FIREAID.

როდ სტიუარტს AMAs-ზე  ცხოვრებისეული მოღვაწეობისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცემა

შემდეგი სტატია

Bad Bunny ფილმში Caught Stealing - Courtesy Sony Pictures Entertainment

Bad Bunny ოსტინ ბატლერს და ზოი კრავიცს ფილმ Caught Stealing-ში უერთდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი