მადონამ ფანებს თავისი ალტერ ეგო წარუდგინა: „გაიცანით ჩემი მეორე ნახევარი”

„მზად ვიყავი, კანი გამომეცვალა და ნაკლებად გაკვალულ გზას დავდგომოდი.”
მადონა Veronica Electronica-ს ყდაზე
Warner

მადონა სოციალურ ქსელში გამოჩნდა და ფანებს მომავალი ალბომი Veronica Electronica წარუდგინა.

„Ray of Light საეტაპო მომენტი იყო ჩემი, როგორც არტისტის ცხოვრებაში,” – დაწერა პოპის დედოფალმა თავის 1998 წლის ალბომზე, რომელსაც ხშირად მიაწერენ ელექტრონული მუსიკის მეინსტრიმ მუსიკაში ინტეგრირებას. სწორედ მის რემიქსს წარმოადგენს Veronica Electronica. 

„იმ დროს დიდ მეტამორფოზს გავდიოდი. ახალი გაჩენილი მყავდა ქალიშვილი ლოლა, ნაპოვნი მქონდა სულიერი გზა და მზად ვიყავი, კანი გამომეცვალა და ნაკლებად გაკვალულ გზას დავდგომოდი.”

მადონამ ახსნა, რომ სწორედ Ray of Light-ის პროდიუსერის, უილიამ ორბიტის დახმარებით შეაბიჯა ელექტრონულ მუსიკაში და მიიღო შთაგონება, შეექმნა ალტერ ეგო იმ სახელით, რომელიც მას კათოლიკურ ეკლესიაში მიანიჭეს. „ასე დაიბადა Veronica Electronica. გაიცანით ჩემი მეორე ნახევარი.”

მომდევნო პოსტში მომღერალმა თავისი შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოთი, რომელიც Veronica Electronica-ს გამოცემას აანონსებს. 

ალბომის გამოშვების თარიღად მადონამ 25 ივლისი დაასახელა. ალბომში სულ რვა იშვიათი და გამოუცემელი რემიქსი შევა. მომღერალმა უკვე გამოსცა Veronica Electronica-ს ერთი სინგლი – Skin (The Collaboration Remix Edit).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერაია ქერი 2024 წლის 19 ნოემბერი, საშობაო ღონისძიება ჰიუსტონში ტოიოტა ცენტრში: ფოტო: კარენ უარენი / Getty Images

მრავალწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ მერაია ქერი სიმღერით Type Dangerous ბრუნდება

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი ახალ ფილმში მთავარ როლს ასრულებს – ნახეთ პირველი ტრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი