ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ფარგლებში ცნობილი ბალერინის, ნატალია ოსიპოვას წარმოდგენა გაიმართა

15 ივნისს გრიბოედოვის თეატრში მაყურებლის წინაშე ლონდონის სამეფო ბალეტის ვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა წარდგა.
ნატალია ოსიპოვა
ნატალია ოსიპოვა

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმი“ 2025-ის ფარგლებში სპექტაკლი, სახელწოდებით  „ნატალია ოსიპოვა – ბუნების ძალა“ გაიმართა. 

საპრემიერო სპექტაკლი კლასიკური და თანამედროვე დადგმების ერთგვარი გაერთიანებაა, სადაც  ნატალია ოსიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასის წამყვან მოცეკვავეებთან ერთად წარდგა. ეს იყო  ბალეტის ფერწერული მოძრაობების, შუქის, მუსიკისა და სხეულით გადმოცემული ემოციების ჰარმონიული შერწყმა, სადაც ნატალია ოსიპოვასთან ერთად სცენაზე ქორეოგრაფი და მოცეკვავე ჯეისონ კიტელბერგერი, ვენის ოპერის წამყვანი სოლისტი ვიქტორ კაიშეტა, ლონდონის ნაციონალური ბალეტიდან ფრანჩესკა ველიკუ და დენიელ მაკორმიკი, მარიინსკის თეატრის წამყვანი სოლისტი, პინა ბაუშის დასის მოწვეული არტისტი დარია პავლენკო და შაჰარ ბინიამინის დასის მთავარი მოცეკვავე ჯოზეფ კუდრა წარდგნენ.

ნატალია ოსიპოვა – „ბუნების ძალა“ – -ფესტივალი თბილისი რიტმი

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია თბილისში. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ ჩამოვსულიყავი ამ ულამაზეს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, საიდანაც არიან წარმოშობით კლასიკური ბალეტის გამორჩეული შემსრულებლები,  როგორიც  არის, მაგალითად, ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე…  მართლაც არაჩვეულებრივი მოცეკვავეები. ცოტათი ვნერვიულობდი, რადგან განსხვავებული პროგრამით წარვდექით, რომელიც კლასიკური ბალეტის და თანამედროვე ცეკვის სინთეზია, ეს ყოველთვის ერთგვარი რისკია, რადგან არ იცი, ამას მაყურებელი როგორ შეხვდება, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე. მთელი გული და ენერგია ჩავდე წარმოდგენაში და მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ჩემთვის დიდი პატივი იყო დღევანდელი გამოსვლა.“ – ნატალია ოსიპოვა.

ნატალია ოსიპოვა – „ბუნების ძალა“ – -ფესტივალი თბილისი რიტმი

თითოეულმა მათგანმა სცენაზე ინდივიდუალიზმით სავსე და ამავდროულად ერთიანი, ჰარმონიული წარმოდგენა შექმნეს, რომელიც თბილისში შეკრებილ მაყურებელს დიდხანს დაამახსოვრდება.

ფესტივალი „თბილისი რიტმი“ წელს მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამით გამოირჩევა და სეზონის დახურვასაც განსაკუთრებულად გეგმავს: 9 სექტემბერს გრიბოედოვის თეატრში ლეგენდარული ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო თავისი ახალი ალბომის პრემიერით წარდგება, რაც ფესტივალს დახვეწილი მუსიკალური პასაჟით დაასრულებს.

ნატალია ოსიპოვა – „ბუნების ძალა“ – -ფესტივალი თბილისი რიტმი

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე დამსახურებულად იკავებს ღირსეულ ადგილს ქვეყნის კულტურულ რუკაზე.

ნატალია ოსიპოვა – „ბუნების ძალა“ – -ფესტივალი თბილისი რიტმი
ნატალია ოსიპოვა – „ბუნების ძალა“ – -ფესტივალი თბილისი რიტმი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – DANTE

შემდეგი სტატია

Janngo - ფოტო (კრედიტი - ბარბარე სტურუა)

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Janngo

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი