Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Mega Shinnosuke იაპონიიდან

მისი სინგლი Ai To U, რომელიც 2024 წლის ივნისში გამოვიდა, TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა და 100 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
Mega Shinnosuke
Mega Shinnosuke

Mega Shinnosuke არის არტისტი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი  ფუკუოკადან. Mega Shinnosuke-მ მუსიკის შექმნა თინეიჯერობაში დაიწყო და პირველად 2018 წელს მიიპყრო ყურადღება სიმღერით – Togenkyo To Taxi, რომელიც დამოუკიდებლად გამოსცა. გარდა მუსიკისა, თავად ქმნის ვიზუალურ მასალებსა და გარეკანებსაც, ასევე რეგულარულად წერს სიმღერებს სხვა არტისტებისთვისაც. მისი სინგლი Ai To U, რომელიც 2024 წლის ივნისში გამოვიდა, TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა და 100 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. არტისტმა 2025 წელს სამხრეთ კორეასა და ტაივანში წარმატებული კონცერტები გამართა.

Mega Shinnosuke-ს მუსიკა აერთიანებს ინდი-პოპს, ალტერნატიულ როკს და 80-90-იანი წლების იაპონური პოპის, J-pop-ის ნოსტალგიურ ჟღერადობას, რომელიც თანამედროვე ინტერპრეტაციით არის წარმოდგენილი. მას ახასიათებს მსუბუქად იუმორისტული ლირიკა და დახვეწილი მელოდია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

იტალიის Adriatic Sound Festival – ტექნომუსიკის ახალი დანიშნულების ადგილი 

შემდეგი სტატია

Mega Shinnosuke

Billboard Georgia Presents: New Gen – Mega Shinnosuke from Japan

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი