ედ შირანის ახალი სიმღერა Drive ფილმ F1-ის პრემიერამდე გამოქვეყნდა

F1 the Album-ის ეს სიმღერა ჯონ მაიერისა და ბლეიკ სლატკინის მონაწილეობით შეიქმნა.
Ed Sheeran Mark Surridge
Ed Sheeran Mark Surridge

ედ შირანის თქმით სიმღერა Drive სტუდიაში ჯონ მაიერთან და ბლეიკ სლატკინთან ერთად ძალიან სწრაფად შეიქმნა. „თითქოს არსაიდან სიმღერა უცბად თავისით გაჩნდა” – იხსენებს ედ შირანი. F1-ის კადრების ნახვის შემდეგ კი ჯონ მაიერმა სიმღერის რიფი დაწერა. 

„კინო ჩემი ჰობია და, სპორტის გარდა, ალბათ ერთადერთი რამ არის, რის გამოც თავს ვარსკვლავური სამყაროს ნაწილად ვგრძნობ. არამხოლოდ რეჟისორები და მსახიობები, არამედ თავად ფილმის პროცესში მონაწილეობაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.” — აღნიშნა ედ შირანმა, რომლის შემდეგი სტუდიური ალბომის Play-ს გამოსვლა, სექტემბერში იგეგმება.

F1-ის საუნდტრეკ ალბომის – F1: The Album სრულად გამოცემა Atlantic Records-ის მიერ ოფიციალურად 27 ივნისს  იგეგმება, იმავე დღეს, როდესაც ფილმი F1: The Movie კინოთეატრებში გამოვა.

ედ შირანის გარდა  F1: The Album-ის საუნდტრეკებში ასევე შედის ისეთი ცნობილი არტისტების სიმღერები როგორებიც არიან: Doja Cat და დონ ტოლივერი, -(სიმღერით Lose My Mind),  Rosé, კრის სტეიპლტონი, როდი რიჩი, მაიკ თაუერსი, ტეიტ მაკრეი, Burna Boy, RAYE და სხვა.  

F1: The Album-ის  პროდიუსინგი Atlantic Records-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და ორგზის გრემის მფლობელმა კევინ უივერმა  აწარმოა, რომელმაც ასევე იმუშავა ფილმ Barbie-ის საუნდტრეკებზე.  

მოისმინეთ ედ შირანის ახალ სიმღერა Drive:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Mega Shinnosuke

Billboard Georgia Presents: New Gen – Mega Shinnosuke from Japan

შემდეგი სტატია

Lorde Thistle Brown

Lorde-მა ალბომ Virgin-ის სინგლი – Hammer გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი