Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – HELLMERRY  (ფილიპინები) 

მრავალმხრივი ჟღერადობითა და ტექსტის გადმოცემით ცნობილი HELLMERRY დღესდღეობით ფილიპინური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რეპერია, რომლის მრავალფეროვან დისკოგრაფიასაც უკვე მილიონობით სტრიმი აქვს. 

მაშინ, როცა არტისტი საკუთარ გზას იკვალავს, ის ცხადად აფიქსირებს, რომ არ სურს, თავი შეიზღუდოს და თავისი ჟღერადობის შესაქმნელად მრავალფეროვან მუსიკალურ გავლენებს იყენებს. ადგილობრივი არტისტებიდან დაწყებული, როგორებიც არიან Stick Figgas, Al James და Bawal Clan, მსოფლიოს უდიდესი სახელებით დასრულებული –  A$AP Rocky, ტრევის სკოტი და $UICIDEBOY$, დიდია იმ არტისტთა ჩამონათვალი, ვისგანაც HELLMERRY საკუთარი მუსიკის შესაქმნელად შთაგონებას იღებს. 

ახალგაზრდა რეპერისთვის საზღვრების გაფართოება თამაშის მთავარი წესია, რაც მას საშუალებას აძლევს, არ იყოს შემოფარგლული ერთი კონკრეტული ჟღერადობით. მას არ ეშინია, ტექსტებში ერთდროულად იყოს გამბედავი, მეამბოხე და ასევე მშვიდი და ემოციური – ისეთი, როგორადაც მუსიკოსი საკუთარ თავს ხედავს. 

ის Billboard ფილიპინების 2024 წლის ჰიპ-ჰოპის კლასის მონაწილეა და კარიერის განმავლობაში არაერთი ჰიტი აქვს გამოცემული. რეპერის 2024 წლის სინგლი My Day ამჟამადაც ინარჩუნებს ადგილს Billboard ფილიპინების ჩარტების ტოპ ათეულში. HELLMERRY-ს სხვა ცნობილი რელიზებია: Tequila Rose, 4:AM და Thai Freestyle.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lorde-მ ახალი სტუდიური ალბომი – Virgin გამოუშვა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – HELLMERRY (Philippines)

შეიძლება დაგაინტერესოთ

Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული - Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მეტი

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი