„ბილბორდი” ვიეტნამში შედის: ახალი ერა ვიეტნამური მუსიკისთვის

2025 წლის 23 ივნისი – „ბილბორდი” ოფიციალურად შედის ვიეტნამში. Billboard ვიეტნამის პრეზენტაცია ქალაქ ხოშიმინში გაიმართა.
RHYDER და CoolKid
Billboard Vietnam

ღონისძიებას ესწრებოდნენ „ბილბორდის” გლობალური აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ვენი, სტრატეგიული პარტნიორები, ცნობილი არტისტები, ინდუსტრიის პროფესიონალები და მედიის წარმომადგენლები. ეს მოვლენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვიეტნამის სწრაფად მზარდი მუსიკალური ბაზრის საერთაშორისო ინდუსტრიის სტანდარტებთან დაკავშირებისთვის.

Billboard ვიეტნამი ჩაუშვებს ძირითად ჩარტებს, როგორებიცაა ვიეტნამის Hot 100 და ტოპ ვიეტნამური სიმღერები, რომლებიც დაფუძნებული იქნება Luminate-სგან მოწოდებულ მონაცემებზე. ასევე შექმნის ადგილობრივ კონტენტს და ითანამშრომლებს არტისტებთან, ლეიბლებთან და პლატფორმებთან ვიეტნამური მუსიკის წარმოსაჩენად როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

სიტყვით გამოსვლისას მაიკ ვენმა თქვა: „ვიეტნამური მუსიკა იმსახურებს მკაფიო და დაფასებულ ადგილს მსოფლიო რუკაზე.” მისი მესიჯი ხაზს უსვამს „ბილბორდის” ხანგრძლივ ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს ვიეტნამის მუსიკალურ საზოგადოებას და მის მისწრაფებას მსოფლიო აღიარების მოპოვებისთვის.

მაიკ ვენი
Billboard Vietnam

სამი მთავარი ღერძით – გამჭვირვალე მუსიკალური ჩარტები, საერთაშორისო კავშირები და თანაბარი შესაძლებლობები ყველა არტისტს – Billboard ვიეტნამი მიზნად ისახავს, გახდეს სანდო ორგანიზაცია და ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ვიეტნამური მუსიკა, რომლის ფესვებსაც წარმოადგენს უნიკალური იდენტობა და შემოქმედებითი პოტენციალი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Glastonbury-ს ფესტივალზე Charli XCX შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა

შემდეგი სტატია

Drake 2024 წლის 2 ნოემბერი, კანადა. ფოტო: მარკ ბლინჩი / Getty Images

Drake-მა სარკის წინ გადაღებული სელფი გააზიარა, რაც თითქოს მის მომავალ ალბომ Iceman-ზე მიანიშნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი