Drake-მა სარკის წინ გადაღებული სელფი გააზიარა, რაც თითქოს მის მომავალ ალბომ Iceman-ზე მიანიშნებს

გასულ კვირას რეპერმა UFC-ზე ჩარლზ ოლივიერასა და ილია თოფურიას ბრძოლაზე დადებული ფსონით 200 000 დოლარი წააგო
Drake 2024 წლის 2 ნოემბერი, კანადა. ფოტო: მარკ ბლინჩი / Getty Images
Drake 2024 წლის 2 ნოემბერი, კანადა.
ფოტო: მარკ ბლინჩი / Getty Images

28 ივნისს ინსტაგრამზე Drake-მა სარკის წინ გადაღებული სელფი გამოაქვეყნა, სადაც მისი გამოკვეთილი პრესი ჩანს. 

„ფხიზლად ვარ იმ ღამეებისთვის, რომლებიც განასხვავებენ მათ, ვინც საქმეს ბოლომდე აკეთებს, იმათგან ვინც ამას უბრალოდ, ფორმალურად აკეთებს.”-  დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში. 

Drake-ის ამ პოსტს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგმა გამოკვეთილი პრესის ფორმა დააფასა, ზოგმა კი ის კოსმეტიკური ჩარევის შედეგად მიიჩნია.  

Drake-ისთვის კვირის ბოლო საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, მანამდე არტისტმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბარში, კედელზე ავტოგრაფი დატოვა და Iceman-ზე მიანიშნა.   ბევრის აზრით, ეს რეპერის მომავალი სოლო ალბომის სახელწოდებაა. “Iceman. Snow Owl Ranch,“ – წერდა Drake.

გულშემატკივრები განიხილავენ იმასაც, რომ შესაძლოა, Drake-სა და ნიკი მინაჟს რაღაც ახალი ჰქონდეთ ჩაფიქრებული.   29 ივნისს რეპერმა ინსტაგრამ სთორიში ნიკი მინაჟის  ძველი ფოტო გამოაქვეყნა.

რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, Drake-მა გასულ კვირას 200 000 დოლარი წააგო UFC-ს ორთაბრძოლაზე დადებული ფსონით,  სადაც ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიას დაუპირისპირდა. თოფურიამ მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. UFC 317-ის მსუბუქ წონაში ტიტულისთვის ბრძოლა 28 ივნისს გაიმართა. 

Drake ბრიტანეთში 11-13 ივლისს მიემგზავრება, სადაც ფესტივალ Wireless-ის სამივე საღამოს მთავარი გამომსვლელია. ფესტივალი წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბილბორდი” ვიეტნამში შედის: ახალი ერა ვიეტნამური მუსიკისთვის

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი ფოტო: გლენ ლოუჩფორდი

მაილი საირუსმა ნაომი კემპბელთან კოლაბორაციული ნამუშევრის, Every Girl You’ve Ever Loved-ის თიზერი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი