ნატალია ნაყოფიამ ახალი კლიპი გამოუშვა

„ვიდეოში სამი სხვადასხვა პერსონაჟი – სამი სხვადასხვა ნატალია არის ნაჩვენები. სიმღერაც და ვიდეოც, ზოგადად, რაღაცის თავიდან დაწყებაზეა, თუმცა სჯობს, რომ კონკრეტული ინტერპრეტაცია თავად მსმენელმა გააკეთოს” – ნატალია ნაყოფია.
ნატალია ნაყოფია – „თავიდან”

ნატალია ნაყოფიამ ახალი კლიპი წარადგინა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით „თავიდან”. სიმღერისა და ვიდეოს კონცეფციაზე Billboard Georgia არტისტს ესაუბრა:

„სიმღერა მსუბუქი და ხალისიანია. ვეცადე, რომ ნამღერიც ასეთი ყოფილიყო და არანჟირებაც ამ მიმართულებით წაგვეყვანა. დიდი ხანია, ასეთი ენერგიული სიმღერა არ მქონია და ვიფიქრე, რომ ვიდეოც მოუხდებოდა. სანამ კლიპის გადაღების იდეა გაჩნდებოდა, მანამდე წარმოდგენილი მქონდა, რა ტიპის პერსონაჟი უნდა ვყოფილიყავი ქავერ არტისთვის. 2000-იანი წლების ესთეტიკიდან ავიღე ინსპირაცია. ეს იდეა მე და ჩემმა სტილისტმა, ჯაბა ქურთიშვილმა ვიზუალურ კონცეფციად ჩამოვაყალიბეთ და ფოტო გადაღების დროს მასში ბუნებრივად ინტეგრირდა ორთაბრძოლის სცენები. ასე გაჩნდა კლიპის მთავარი სცენის იდეაც.“

ვიდეოს რეჟისორი ნუცა ჩაკვეტაძეა. როგორც ნატალია ნაყოფია აღნიშნავს, ქალ რეჟისორთან თანამშრომლობა მისთვის გამორჩეული გამოცდილება აღმოჩნდა და ამ ვიდეოს განსაკუთრებული ხასიათი და ენერგეტიკა შესძინა.

ნატალია ნაყოფია:

„როცა კლიპის კონცეფციაზე ვმუშაობდით, მე და რეჟისორი ბევრ რამეში დავეთანხმეთ ერთმანეთს. ნუცა ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორია და უდიდესი მომავალი აქვს. მასთან თანამშრომლობა ძალიან კომფორტული იყო. ვიდეოში სამი სხვადასხვა პერსონაჟი – სამი სხვადასხვა ნატალია არის ნაჩვენები. სიმღერაც და ვიდეოც, ზოგადად, რაღაცის თავიდან დაწყებაზეა, თუმცა სჯობს, რომ კონკრეტული ინტერპრეტაცია თავად მსმენელმა გააკეთოს.“

ნატალია ნაყოფია – „თავიდან”

როგორც არტისტი აღნიშნავს, სამუშაო პროცესი შრომატევადი, მაგრამ სახალისო აღმოჩნდა. კლიპის პრე-პროდაქშენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქორეოგრაფიული ნომრის მომზადება იყო.

„კლიპის ქორეოგრაფია ელენე სურმანიძეს ეკუთვნის. ძალიან ვისიამოვნე სწავლის პროცესში. ორთაბრძოლის გაკვეთილებზეც დავდიოდი და ესეც ძალიან სახალისო იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ კლიპში ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებს გიორგი თორაძე (Torcho), სწორედ მის გმირთან მაქვს ორთაბრძოლის სცენა. თორჩოსთან მუშაობა სასიამოვნო იყო, დიდი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით მიუდგა ამ საქმეს,“ – ამბობს ნატალია.

კლიპის ერთ-ერთი გამოკვეთილი დეტალი კოსტიუმების დიზაინია, რომელიც ჯაბა ქურთიშვილს ეკუთვნის. სამოსი, რომელიც არტისტს ორთაბრძოლის ეპიზოდის დროს აცვია, თავდაპირველად ქავერ არტისთვის შეიქმნა და კლიპის ინსპირაციის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.

ნატალია ნაყოფია:

„ჯაბასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. რეალურად, ერთი სიტყვის თქმაც საკმარისია, რომ იდეას  დიზაინად აქცევს. Torcho-ს კოსტიუმიც ჯაბას სადებიუტო კოლექციიდან არის. მოკლედ, კლიპში გამოყენებული ყველა ლუქი, მათ შორის მოცეკვავეების კოსტიუმები, ჯაბას შექმნილია.“

ნატალია ნაყოფია – „თავიდან”

როგორც ნატალია ნაყოფია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ეს კლიპი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან მასზე პროფესიონალთა გუნდმა ერთობლივად იმუშავა:

„თითქოს გუნდის ყველა წევრი სწორ დროს და სწორ მომენტში გადავიკვეთეთ ერთმანეთთან და შედეგად გამოგვივიდა ვიდეო, რომლითაც ნამდვილად ვამაყობთ.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Black Sabbath-მა და ოზი ოსბორნმა საკონცერტო კარიერა 11-საათიანი კონცერტით დაასრულეს

შემდეგი სტატია

BLACKPINK’s YG Entertainment

BLACKPINK-მა სიმღერა JUMP-ის თიზერი გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი