Tyler, The Creator ახალ ალბომს გამოსცემს

რეპერმა ალბომის სახელწოდება 18 ივლისს ბრუკლინის კონცერტზე გაამხილა.
Tyler, the Creator
Luis Perez

რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მომავალი პროექტი დააანონსა, Tyler, The Creator-მა განაცხადა, რომ ორშაბათს, 21 ივლისს, ახალ ალბომს გამოსცემს. 

ბრუკლინში გამართულ კონცერტზე (18 ივლისს) 34 წლის რეპერმა და პროდიუსერმა აუდიტორიას თავისი მეცხრე ალბომის სახელწოდება გაუმხილა – Don’t Tap the Glass. სცენის გარეთ ფანებმა შენიშნეს არტინსტალაციაც –  ათლეტური ფიგურა, რომელიც გამჭვირვალე ყუთშია გამოკეტილი. როგორც ჩანს, ინსტალაცია ალბომის ყდას ეხმაურებოდა.

კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ტაილერმა ალბომის გამოცემა ფანებს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული დაშიფრული ფოტოებით მიანიშნა, მათ შორის იყო ლუი ვიტონის ჩანთა, მანეკენის თავი და უნიფორმაში გამოწყობილი მესაყვირე

შაბათ დილას კი (19 ივლისს) მან ახალი ალბომისადმი მიძღვნილი ვებგვერდის ლინკი დადო – donttaptheglass.com, სადაც ვინილთან ერთად განთავსებულია ალბომის სახელწოდების წარწერების მქონე მაისური და ქუდებიც.

ივნისის თვეში ტაილერმა და Doechii-მ ლუი ვიტონის შოუზე პარიზში სიმღერა Get Right წარადგინეს. ეს მათი მეორე თანამშრომლობაა Balloon-ის შემდეგ, რომელიც შევიდა რეპერის Billboard 200-ის ლიდერ ალბომში Chromakopia. ამ ეტაპზე უცნობია, შევა თუ არა Get Right ახალ ალბომში.

Chromakopia-მ Billboard 200-ის ლიდერ პოზიციაზე 3 კვირა გაატარა. 14-სიმღერიან ალბომში მონაწილეობენ Doechii, Lil Wayne, GloRilla, Sexyy Red და სხვები. ტაილერი ამჟამად ჩრდილოამერიკულ ტურშია, რის შემდეგაც ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და ფილიპინებში გაემგზავრება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ანიტა რაჭველიშვილი Arena di Verona-ს ლეგენდარული ამფითეატრის სცენაზე წარდგა

შემდეგი სტატია

Coldplay-ს კონცერტის შემდეგ Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ბაირონმა თანამდებობა დატოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი