ანიტა რაჭველიშვილი Arena di Verona-ს ლეგენდარული ამფითეატრის სცენაზე წარდგა

ქართველი მეცო-სოპრანოს გამოსვლამ ანშლაგით ჩაიარა და აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ლეგენდარული იტალიური ამფითეატრი, Arena di Verona, ოპერის ფესტივალს მასპინძლობს. 18 ივლისს ამფითეატრის სცენაზე ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ შესრულდა, მთავარ როლში ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი წარდგა. მისმა გამოსვლამ ანშლაგით ჩაიარა. ქართველი მეცო-სოპრანოს მიერ სოციალურ ქსელში გმოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგირი ოვაციებით ხვდება მას აუდიტორია. 

ანიტა რაჭველიშვილი დღევანდელი საოპერო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა. სხვადასხვა დროს ის წარმატებით წარდგა მრავალ გავლენიან სახელოვნებო სივრცეში. მათ შორის: Metropolitan Opera, (ნიუ-იორკი), Teatro alla Scala (მილანი), Royal Opera House (ლონდონი) და სხვაგან.

რაც შეეხება Arena di Verona-ს, ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ძველი რომაული ამფითეატრია, რომელიც დღემდე უნიკალურ საშემსრულებლო სივრცეს წარმოადგენს. Verona Arena Opera Festival პირველად 1913 წელს ჩატარდა და ჯუზეპე ვერდის „აიდათი“ გაიხსნა. მას შემდეგ ყოველ ზაფხულს ამფითეატრი მასპინძლობს საერთაშორისო მასშტაბის სპექტაკლებს, ბალეტებსა და კონცერტებს, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ვოკალისტები, დირიჟორები და საოპერო დასები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ახალ საპროტესტო სიმღერაში შერილ კროუ პრეზიდენტ ტრამპს ამორალურს უწოდებს

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator ახალ ალბომს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი