„მომენდე“ – Mechanical Rainbow-ს და გიორგი გიგაშვილის ახალი კლიპის პრემიერა

სიმღერის ტექსტი და მელოდია Mechanical Rainbow-სა და გიორგი გიგაშვილს ეკუთვნით, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავა.
Mechanical Rainbow & გიორგი გიგაშვილი – „მომენდე“

12 აგვისტოს კინოთეატრ „ამირანში“ Mechanical Rainbow-სა და გიორგი გიგაშვილის ერთობლივ სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. „მომენდე“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ტექსტი და მელოდია Mechanical Rainbow-სა და გიორგი გიგაშვილს ეკუთვნით, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავა.

პრემიერა ფიზიკური ღონისძიების ფორმატით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მუსიკალური ნომრები შეასრულეს გიორგი გიგაშვილმა, Nikala-მ და Mechanical Rainbow-მ. საღამოს დასკვნითი ნაწილი კი ახალი კლიპის ჩვენებას დაეთმო. ღონისძიება Cavea+-ის მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც Mechanical Rainbow-ს ვოკალისტმა დადუ დონაძემ Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, სიმღერაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა:

„ასე სწრაფად სიმღერა არ ჩაგვიწერია. სამუშაო პროცესი იყო ძალიან მოკლე და ამავდროულად ხალისიანი – სულ რაღაც სამი დღე დაგვჭირდა. ვიდეო კი ვინტაჟური ხელის კამერით, ე.წ. Handycam-ით ერთ დღეში გადავიღეთ. კლიპის ამ ფორმით ჩვენება ჩვენი ჯგუფისთვის ახალი და სასიამოვნო გამოცდილება იყო.“

გიორგი გიგაშვილი:

„ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რადგან ბავშვური და გულწრფელი ენერგიის მატარებელია. Mechanical Rainbow-სთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა, რადგან ჯგუფის თითოეული წევრი არაჩვეულებრივი ადამიანია. მიხარია, რომ დღეს ეს პრემიერა შედგა და ამისთვის მადლობას ვუხდი Cavea+-ს.“

Mechanical Rainbow 2021 წელს ჩამოყალიბდა და მალევე იქცა ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ბენდად. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა – HOPE და Sevdanarevi.  2024 წელს Mechanical Rainbow-მ Kordz-თან და სტეფანესთან ერთად წარმოადგინა კომპოზიცია „სდექ“, რომელიც 2024 წლის ზაფხულის ჰიტად იქცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსემ პირველი Primetime Emmy მოიგო

შემდეგი სტატია

Depeche Mode: M – 2026 წელს კინოთეატრებსა და IMAX ეკრანებზე  Depeche Mode-ის კონცერტების ამსახველი ფილმი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი